აგვისტო

აგვისტო 

თვენი 

აგვისტოს თვის წმინდათა ცხოვრება

მართალი ევდოკიმე

13 აგვისტოს, (ძვ . სტ. 31 ივლისს) ქრისტეს ეკლესია აღნიშნავს მართალი ევდოკიმეს ხსენების დღეს!

მართალი ევდოკიმე, წმინდათა ცხოვრება, თვენი, აგვისტო, ქველი, qwelly, august

      ევდოკიმ მართალი ცხოვრობდა კაბადოკიაში. ის იყო პატიოსანი ქრისტიანების ვასილისა და ევდაკის შვილი. ევდოკი მთელი გულით ილტვოდა უფლისაკენ და ეხმარებოდა ხალხს. მან დადო აღთქმა, რომ არ მოიყვანდა ცოლს. ევდოკიმ მართალი ხალხს არიგებდა, იცავდა დამცირებულ და გაჭირვებულ ადამიანებს.

      მისი ჩადენილი კეთილი საქმეები მხოლოდ უფალმა იცოდა. ევდოკიმმა მთელი თავისი სიცოცხლე უფალს შესწირა. 33 წლის ასაკში კი იგრძნო სიკვდილის მოახლოება. ევდოკის სურვილი იყო რომ დაეკრძალათ იმ სამოსით, რომელიც მას გარდაცვალების ჟამს ეცვა. როდესაც ევდოკიმე ჩასასვენებელში ჩაასვენეს, მოხდა სასწაული, იქ მყოფი ავადმყოფები გამოჯამრთელდნენ.

      18 თვის შემდეგ მისი მშობლები საცხოვრებლად კონსტანტინოპოლში გადავიდნენ. ევდოკის დედას სურდა შვილის ცხედარი გადაესვენებინა. საფლავის გახსნის შემდეგ ყველამ დაინახა, რომ ევდოკიმეს გვამი უღრწნელი იყო. ხალხმა ევდოკიმეს დედას არ მისცა უფლება გვამის გადასვენებისა. რამდენიმე ხნის შემდეგ, იოსების დახმარებით, მოხდა ცხედრის გადასვენება კონსტანტინოპოლში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში. ეს ტაძარი ევდოკიმეს მშობლებმა ააგეს.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►