თებერვალი

თებერვალი

თვენი

თებერვლის თვის წმინდათა ცხოვრება

ენაფა, ვალენტინა და პავლა - ქალწულმოწამენი

23 თებერვალს (ძვ. სტ 10 თებერვალს) ქრისტეს ეკლესია აღნიშნავს წმინდა ქალწულმოწამეთა - ენაფა, ვალენტინა და პავლას ხსენების დღეს

ქალწულმოწამენი, ენაფა, ვალენტინა, პავლა, წმინდათა ცხოვრება, თვენი, თებერვალი, ქველი, qwelly, february

     წმიდა ქალწულმოწამენი ენაფა, ვალენტინა და პავლა 308 წელს, იმპერატორ მაქსიმიანე II გალერიუსის დროს ეწამნენ (305-311) წელს ქრისტესთვის. წმიდა ენაფა ქალაქ ღაზის (სამხრეთ პალესტინაში) ცხოვრობდა, წმიდა ვალენტინა - პალესტინის კეისარიაში, და პავლა კი იქვე კეისარიის მახლობლად მოღვაწეობდა. სამსჯავროზე, მმართველ ფირმილიანესთან პირველად ენაფა მიიყვანეს. მან გამედულად აღიარა ქრისტე, რისთვისაც საშინლად დასაჯეს, შემდეგ კი ძელზე მიაკრეს დაწვეტიანი იარაღებით აწამეს. ღმერთების უპატივცემულობისათვის მსჯავრდადებული ვალენტინა წარმართულ ტაძარში მიიყვანეს ცრუ-ღმერთებისთვის ძღვენის შესაწირად, მაგრამ მან გაბედულად ესროლა ქვა სამსხვერპლოს, მასზე დაგზნებულ ცეცხლს კი ზურგი აქცია. ქრისტეს მხნე აღმსარებელი დაუნდობლად სცემეს, შემდეგ კი წმიდა ენაფასთან ერთად მახვილით მოკლეს.

     ბოლოს პავლაც წაიყვანეს. ქრისტეს ნეტარმა სასძლომ ახოვნად დაითმინა ურიცხვი სატანჯელი, ბოლოს კი მადლობა შესწირა უფალს, თაყვანი სცა იქ მყოფ ქრისტიანებს და მშვიდად მოუდრიკა ქედი მახვილს.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►