დეკემბერი

დეკემბერი

თვენი

დეკემბრის თვის წმინდათა ცხოვრება

წმიდა სამოელ კათალიკოსი

13 დეკემბერს (ძვ. სტ. 30 ნოემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა სამოელ კათალიკოსს.

სამოელ კათალიკოსი, samoel katalikosi, წმინდათა ცხოვრება, თვენი, დეკემბერი, ქველი, qwelly, december

      VI ს დასაწყისში წმიდა პეტრე კათოლიკოსის შემდეგ საქართველოს საკათოლიკოსო ტახტზე აღსაყდრდა წმიდა სამოელი. ახალი კათოლიკოს ისევე, როგორც მისი წინამორბედი წარმოშობით ბიზანტიიდან იყო. წმიდა სამოელი საქართველში ჩამოვიდა ვახტანგ მეფის სურვილით, კონსტანტინეპოლის პატრიარქის ლოცვა-კურთხევისა და ანტიოქიის პატრიარქის მიერ ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ. წმიდა სამოელი სხვა ეპისკოპოსებთან ერთად თან ჩამოჰყვა ქართლში კათოლიკოსად დადგინებულ წმიდა პეტრეს. ამ დროს კათოლიკოსის კათედრა და რეზიდენცია იყო „ეკლესია მოციქულთა სუეტი ცხოველი“ წმიდა პეტრე კი მცხეთაშივე განაწესეს ეპისკოპოსად.

      წმიდა პეტრე კათოლიკოსის გარდაცვალების შემდეგ ქართლის კათალიკოსის ტახტზე დაჯდა სამუელი, ვახტანგის ბრძანებით მეფე დაჩიმ მცხეთა მიაბარა წმინდანს. წმიდა სამოელ კათოლიკოსი საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ ეკლესიას განაგებდა მეფე დაჩისა და მისი მემკვიდრის ბაკურის დროს. წმიდა სამოელ კათოლიკოსის დროს აშენდა წყაროსთავის ეკლესია ჯავახეთში.

      წმიდა სამოელის მოღვაწეობაში კარგად ჩანს მისი ხასიათის შტრიხები. ის იყო შორსმჭვრეტელი კათოლიკოსი და თითოეულ პიროვნებაზე მზრუნველი მამა, წმიდანი კარგად იცნობდა წმიდა მოწამე შუშანიკს.

      საქართველოს საჭეთმპყრობელი სიცოცხლის ბოლომდე მუხლჩაუხრელად შრომობდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის აღორძინებისა და ქვეყანაში ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცებისათვის.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►