მაისი

მაისი

თვენი

მაისის თვის წმინდათა ცხოვრება

წმინდა ისიდორე

27 მაისს (ძვ. სტ. 14 მაისს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა ისიდორეს!

ისიდორე, წმინდათა ცხოვრება, თვენი, მაისი, ქველი, qwelly, may

     ქრისტეს შობიდან 251 წელს ალექსანდრიაში, კუნძულ ხიოსზე დაიბადა წმიდა მოწამე ისიდორე. იმპერატორმა დეკიუსმა მმართველობის პირველ წელს გამოსცა ბრძანება, აღეწერათ არმიაში მსახურებისთვის ვარგისი ყველა მოქალაქე. წმიდა ისიდორე განამწესეს მხედართმთავარ ნუმერიუსის პოლკში. ქრისტიანობაში განმტკიცებული ისიდორე თავს არიდებდა ყოველგვარ წარმართულ სანახაობებს. წმინდანი არც იმპერატორის ბრძანებას დაემორჩილა, რომლის მიხედვითაც ყველა მეომარს კერპთათვის მსხვერპლი უნდა შეეწირა. ასისთავმა წმიდა ისიდორე ნუმერიუსთან დაასმინა. ვერც დაპირებებმა და ვერც მუქარამ ვერ გატეხა შეურყეველი მორწმუნე, იგი განუწყვეტლივ იმეორებდა, რომ მხოლოდ ჭეშმარიტი ღმერთის ნებას აღასრულებდა. განრისხებულმა მხედართმთავრმა ბრძანა, რომ მისთვის ენა ამოეგლიჯად, თუმცა უფლის ნებით წმინდანი კვლავ განაგრძობდა ღვთის დიდებას. ამ სასწაულით შეძრწუნებული ნუმერიუსი მიწაზე დაეცა უგონოდ და თვითონვე დაკარგა მეტყველების უნარი. ბოროტი ძალების მიერ გონებადაკარგულმა მხედართმთავარმა ამჯერად ფურცელზე დაწერა განაჩენი - თავის მოკვეთა. წმიდა ისიდორე სიხარულით შეხვდა სასიკვდილო განაჩენს და ღმერთს მადლობა შესწირა. უპატრონოდ დაგდებულ მის გვამს ფარული ქრისტიანი ამონი უპატრონებს და პატივით დაკრძალავს, ხოლო მოგვიანებით თავადაც მოწამეობრივად აღესრულება.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►