ივნისი

ივნისი

თვენი

ივნისის თვის წმინდათა ცხოვრება

წმიდა ნიკიტა, ქალკედონის ეპისკოპოსი

10 ივნისს (ძვ. სტ 28 მაისს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს წმინდა ნიკიტა ქალკედონიის ეპისკოპოსს

ნიკიტა ქალკედონიის ეპისკოპოსი, წმინდათა ცხოვრება, თვენი, ივნისი, ქველი, qwelly, june

     მოწყალე ნიკიტა, რომელიც იყო ქალკედონის ეპისკოპოსი მეცხრე საუკუნეში, იყო გამორჩეული და მაგალითი ყველასთვის თავისი წმინდა ცხოვრებით, წმინდა ნიკიტას ცხოვრება მოუწია ისეთ რთულ დროს როცა მზვინვარებდა ხატმებრძოლეობის ერესი, წმინდანს უამრავი გასაჭირის დათმენა მოუხდა ამ დროს, წმიდა ნიკიტა გულმოწყალებით გამოირჩეოდა; ზრუნავდა ობლებზე,მიუსაფრად დარჩენილ ადამიანებზე, ქვრივებზე და მიტოვებულ ადამიანებზე.

     მისი სახლი მწირთა თავშესაფრად იყო ქცეული. ხატმბრძოლი იმპერატორი ლეონ სომეხის (813-820) დროს წმიდანი თამამად ამხელდა ერეტიკოსებს. ამისთვის მრავალი დევნა დაითმიანა უსჯულო იმპერატორისა და მისი მიმდევრებისაგან. წმიდა აღმსარებელი გარდაიცვალა IX საუკუნის დასაწყისში. მის ნაწილებთან სასწაულებრივი კურნებები აღესრულებოდა. კონსტანტინეპოლელი პრესვიტერის იოსების მიერ დაწერილ კანონში მოიხსენიება წმიდა ნიკიტას ძმაც - წმიდა ეგნატე.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►