წმიდა ნინოს ტაძარი

თბილისში,ჩუღურეთის რაიონში,ჩხეძის ქუჩაზე მდებარე წმ.ნინოს ტაძრის აშენების ზუსტი თარიღი უცნობია.ვარაუდობენ,რომ იგი XIXს–ის შუა პერიოდს განეკუთნება.ტაძარი აგურით ნაშენი სამნავიანი ბაზილიკაა.მას საბჭოთა ხელისუფლების დროს სხვადასხვა მიზნისთვის იყენებდნენ.1989წელს ეკლესია საქართველოს საპატრიარქოს გადაეცა,რის შემდეგაც ფუნქციონირება დაიწყო.ტაძარი მოხატულია მხატვრების–ირაკლი ცინცაძისა და გიორგი ტეტენაშვილის მიერ.ფრესკებზე ასახულია საუფლო დღესასწაულები,წმ.ნინოს ცხოვრების ეპიზოდები,ასურელ და მთაწმინდელ მამათა,ქართველთა მეფეთა,მოციქულთა და მოწამწთა ხატები.ტაძრის წინამძღვარი,დეკანოზი რევაზ ოთარაშვილი წმინდა ნინოს ეკლესიაში 1991 წლიდან მსახურობს.სწორწდ მისი ხემძღვანელობით მოხდა ტაძრის აღდგენა.

  • inga-k

    yvelazee yvelazee tbiliii da sayvarelii eklesiaaaa!!!!:*:*:*:*

  • ana gumberidze

    yvelas gilocavt sveticxovlobas,gparavdet sveticxovlis madli.

  • ana gumberidze

  • ana gumberidze

    წმ.მოციქულთა პეტრესა და პავლეს საფლავი

  • ana gumberidze

  • ana gumberidze

  • ana gumberidze

  • ana gumberidze

  • ana gumberidze

  • ana gumberidze

  • ana gumberidze

  • ana gumberidze

    წმიდა მოციქულთასწორის ნინოს შემოსვლა საქართველოში (+323). ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში მოციქულებმა იქადაგეს ქრისტიანობა, მაგრამ IV ს-ის დასაწყისისთვის ქვეყანა მაინც წარმართობის ტყვეობაში იყო.

    ყოვლადწმიდა ქალწულის მინიშნებით ქართველთა ერის ქრისტეს ნათლით გასანათლებლად ივერიისკენ მოციქულთა სწორი ქალწული ნინო გამოემართა.

    წმიდა ნინო ქალწულმოწამეებთან: რიფსიმესთან, გაიანესა და მათ ორმოცდაათ თანამოღვაწესთან (ხს. 30 სექტემბერს) ერთად სომხეთში ჩავიდა. წმიდა ქალწულთა მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ ნინო ღვთაებრივი გამოცხადებით ფარავნის ტბას მიუახლოვდა და ჯავახეთის მთებით საქართველოში შემოვიდა. „ვარდი და ნუში ყუაოდა მას ჟამსა“, „მთანი ჩრდილოსანი“ კი, მიუხედავად ვარდობისთვისა, „სავსენი ჩნდეს თოვლითა და ჰაერითა სასტიკითა“.

    საქართველოს სამოციქულო ეკლესია წმიდა მოციქულთასწორის ნინოს საქართველოში შემოსვლას დიდი ზეიმით აღნიშნავს. გარდა ამ დღისა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა ნინოს იხსენიებს მისი მიცვალების დღეს 14 (27) იანვარს.

    (წმიდა ნინოს ცხოვრება და მოღვაწეობა იხილეთ 14 იანვარს).

  • ana gumberidze

    წმიდა დიდებული დიდმოწამე და ძლევაშემოსილი გიორგი (+303)

    10 (23) ნოემბერი

    წმიდა დიდებული დიდმოწამე და ძლევაშემოსილი გიორგი. ყოველი ერი განსაკუთრებულ პატივს სცემს რომელიმე წმიდანს, ყოველ ერს ჰყავს თავისი განსაკუთრებული ზეციური მფარველი, რომელიც ლოცულობს ერისთვის და იფარავს განსაცდელთაგან.

    წმიდა გიორგი არის საქართველოს განსაკუთრებული მფარველი. ისტორიიდან ცნობილია, რომ წმიდა გიორგი ხილულადაც იბრძოდა ქართველთა ლაშქარში (იხ. 26 იანვრისა და 18 სექტემბრის საკითხავებში).

    საქართველოს ბევრ ევროპულ ქვეყანაში წმიდა გიორგის სახელის მიხედვით „გეორგიას“ ეძახიან, ჩვენთან ეკლესიების უმეტესი ნაწილი წმიდა გიორგის სახელზეა აგებული. „არა არიან ბორცვნი და მაღალნი გორაკნი, რომელსა ზედა არა იყოს შჱნნი ეკლესიანი წმიდისა გიორგისანი“, - წერს ვახუშტი ბატონიშვილი.

    საქართველოში წელიწადის ყოველ დღეს იზეიმებოდა გიორგობა, რომელიც წმიდანის სახელობის რომელიმე ტაძართან, ხატთან ან მის მიერ აღსრულებულ სასწაულებთან იყო დაკავშირებული. ხალხურ მეტყველებაში შემორჩენილია 365 წმიდა გიორგის სახელით დალოცვა, რომელიც წმიდა გიორგის წელიწადის ყოველდღიურ დღესასწაულთან არის დაკავშირებული.

    10 (23) ნოემბერს აღინიშნება წმიდანის ბორბალზე წამების დღე, რომელიც, გადმოცემით, წმიდა ნინოს დაუდგენია დღესასწაულად. ცნობილია, რომ წმიდა ნინო ნათესავი იყო წმიდა გიორგისა, განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა მას და თავის მოქცეულ ქვეყანასაც უანდერძა დიდმოწამის სიყვარული.

  • ნანუკა ნოდია

  • ნანუკა ნოდია