მარტი

მარტი

თვენი

მარტის თვის წმინდათა ცხოვრება

მღვდელმოწამე პიონი

24 მარტს (ძვ. სტ. 11 მარტს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს სმირნის ხუცესს - მღვდელმოწამე პიონს და მასთან ერთად წამებულ ქრისტიანებს

მღვდელმოწამე პიონი, mgvdelmowame pioni, წმინდათა ცხოვრება, თვენი, მარტი, ქველი, qwelly, march

      მესამე საუკუნის განზოგებაზე, 249-251 წლებში, იმპერატორ დეკიუსის ზეობისას, სმირნაში (ქალაქი ეგეოსის ზღვის ნაპირზე) ქრისტიანობისთვის ეწამნენ მღვდელი პიონი სმირნის ხუცესი და მასთან ერთად სხვა ქრისტიანები. წამებისთვის უფლის მარტვილნი ადრევე მოემზადნენ. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც დევნის დაწყება გაიგო, წმიდა პიონი, ასკლიპიადასთან და საბინთან ერთად, ტანჯვისათვის შეემზადნენ და ქედზე ბორკილები დაიდეს. წმიდა მღვდელმოწამე პოლიკარპე სმირნელის, რომელიც 167 წელს ეწამა, ხსენების დღეს, 8 მარტს, წმიდა მოწამეები შეიპყრეს და ციხეში ჩასვეს. საპყრობილეში ისინი შეხვდნენ სმირნის საკათედრო ტაძრის პრესვიტერს ლინას და ქრისტიან ქალს მაკედონიას, რომლებიც ქრისტეს აღმსარებლობისათვის იყვნენ დატყვევებულნი. წმიდა მოწამეებთან მრავალი ქრისტიანი მიდიოდა საპყრობილეში და საჩუქრები მიჰქონდა. წმიდანები ყველაფერს ციხის დარაჯებს ურიგებდნენ. წმიდა პიონთან ისინიც მიდიოდნენ, ვინც შიშის გამო უარყო ქრისტე და კერპთაყვანისმცემლობას დაუბრუნდა. წმიდა მოწამე მათი სულმოკლეობის გამო, მწარედ ტიროდა და სინანულისაკენ მოუწოდებდა. წმიდა აღმსარებელმა მრავალი ტანჯვა დაითმინა. 250 წლის 11 მარტს ის ჯვარს აცვეს, შემდეგ შეშა შემოუწყვეს და დაწვეს. როცა კოცონი ჩაქრა, გამოჩნდა მოწამის სრულიად უვნებელი გვამი. მას თმებიც კი არ შეტრუსვოდა. წმიდანის ღვთიური მადლით ცხებული სახე შუქს აფრქვევდა.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►