იყო მეფე ერთი და აქვნდა წალკოტი, ვითა ჰშვენოდა.
მოვიდა მებაღე და მოახსენა მეფესა:
- ვარდსა შიგან ბულბულს ბუდე დაუცს.
მეფემ უბრძანა:
- არა შერჩეს ბულბულსა მაგისი ქმნა!
გამოხდა ხანი. მოვიდა მებაღე და მოახსენა მეფესა:
- ბულბულმან ბარტყნი დაჩიკნა; მოვიდა გველი, ბულბულიც შეჭამა და ბარტყებიცა.
უბრძანა მეფემა:
- არცა გველს შერჩეს მაგისი ქმნა!
კიდევ მოვიდა მებაღე და მოახსენა:
- შამბსა ვთიბდი და გველი შემომაკვდა, მანგლით დავჭერ.
უბრძანა მეფემან:
- არც შენ შეგრჩეს!
მეფემ დაითხოვნა კაცნი და ჯალაბეურ წალკოტში ლხინი მოინება.
მებაღე ერთს ხეზე გავიდა და დაიმალა, სცნეს ხადუმთა, პოვეს და მეფეს მოგვარეს. მეფემ სიკვდილი ბრძანა.
მებაღემ მოახსენა: ვითა ჩვენ არ შეგვრჩა ბრძანებისაებრ შენისა, აღარც შენ შეგრჩეს სიკვდილი ჩემიო!
გაეცინა მეფესა და აღარ მოკლა.
ლაშა
როგორ მეფობს? :))
თათია ილურა_მ თქვა:
მარტი 28, 2013
George
Tatia, mshvenieria ! :)) magram hom ar jobia gadmoitano - http://www.qwelly.com/group/igavebi
მარტი 29, 2013
თათია
ჩვენ არაფერი შეგვიძლია უფლის გარეშე, ყველაფერი მისი წყალობით ხდება. ამიტომაც გამოვიყენე დავით მეფე წინასწარმეტყველის სიტყვები. მიწიერ მეფეებსაც ხომ უფლისაგან ეძლევათ ეს ძალაუფლება :))
ლაშა_მ თქვა:
თებერვალი 28, 2014