ფეხბურთი

ვიცხოვროთ ფეხბურთით!

ფეხბურთი, რომელსაც ხშირად "მეორე რელიგიადაც" მოიხსენიებენ. მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სპორტი, რომელიც ბევრისთვის მხოლოდ გასართობი არაა. ზოგისთვის დიდი აზარტი, ცხოვრების წესი და ზოგისთვისაც უბრალოდ ბიზნესი. განსაკუტრებით ამ ბოლო წლებში კოლოსალური ტანხები იხარჯება ე.წ. მდიდარი გუნდების მიერ იმისათვის, რომ იყვნენ პირველი საკუტარ ქვეყანასა ტუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ფეხბურთი უამრავ ადამიანს აერთიანებს და ეს ჯგუფიც გააერთიანებს მის მოყვარულთ.

ვისაუბროთ ფეხბურთში მიმდინარე პროცესებზე, გუნდებზე, ნაკრებებზე, გავიხსენოთ წარსულიც და ვისაუბროტ მომავალზეც.

კონფედერაციის თასი 2017 (ფინალური შეხვედრები)

      ხვალ, გაიმართება რუსეთში მიმდინარე კონფედერაციის თასის ფინალი სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან გერმანიისა და ჩილეს ეროვნული ნაკრებები. ეს ორი გუნდი ერთმანეთს ჯგუფურ ეტაპზეც დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა (ორივე B ჯგუფში ასპარეზობდა). გერმანელებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და 1/2 ფინალში A  ჯგუფის მეორე ადგილოსან მექსიკას დაუპირისპირდნენ და მარტივად 4:1 იმარჯვეს. მექსიკელთა მხრიდან შეხვედრის ერთადერთი გოლი მარკო ფაბიანმა შორეული დარტყმით გაიტანა, ხოლო გერმანელების მხრიდან თავი ლეონ გორეცკამ დუბლით, ტიმო ვერნერმა და ამინ იონესმა კი თითო-თითო გოლით გამოიჩინეს. რაც შეეხება ჩილელებს მათ ლოგიკურია ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს და 1/2 ფინალში A ჯგუფის პირველ ადგილოსან პორტუგალიის ნაკრებს შეხვდნენ. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და 0:0 დასრულდა. მატჩის ბედი კი პენალტების სერიას უნდა გადაეწყვიტა. ჩილეს მეკარემ პორტუგალიელებს 3 პენალტი აუღო, ხოლო ჩილელებმა 3 გაიტანეს და პენალტების სერიაში 3:0 იმარჯვეს.

      ფინალი ხვალ, თბილისის დროით 22 საათზე აიღებს სტარტს, ხოლო მესამე ადგილისთვის შეხვედრა 16 საათზე, სადაც დაუპირისპირდებიან პორტუგალია და მექსიკა. შეგახსენებთ, რომ მათი პირველი შეხვედრა ჯგუფში ფრედ - 2:2 დასრულდა.