ერტა ალე (Erta Ale) - ცეცხლოვანი ლავის ტბა, რომელიც დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე მშრალ და ცხელ ადგილას - ეთიოპიის აფარის რაიონში მდებარეობს. წლის განმავლობაში ტემპერატურა აფარში პლუს 25 გრადუსის ქვემოთ არასდროს ეცემა, მატება პლუს 50-მდე კი ჩვეულებრივი მოვლენაა.
აფარს ძლიერი ტექტონიკური აქტივობა ახასიათებს: შარშანდელი მიწისძვრის დროს 60 კილომეტრიანი ნაპრალი გამოჩნდა (სიგანეში - 8 მეტრი, სიღმე კი უცნობია). ნაპრალი ზუსტად ტექტონიკური ფილების საზღვარზეა და სპეციალისტების თვალსაზრისით ასე იბადება ახალი ოკეანე, რომელიც აფრიკის კონტინენტს ორ ნაწილად გაპობს.
1974 წელს აფარში აღმოჩენილ იქნა ჰომინიდის (ადამიანისებრი არსება) ჩონჩხის ნაწილი, რომელიც 3,5 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. მეცნიერებმა მას აფარის ავსტროლოპიტეკი უწოდეს.
Earth / დედამიწა
218 წევრი
აღწერა
დედამიწა / Earth
ერტა ალე - ახალი ოკეანეს დაბადება
George_ს მიერ
ოქტომბერი 8, 2017