სამაგისტრო ნაშრომი წარდგენილია ილიას სახელმწიფო უნივერსტიტების მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტზე სოციოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭების მოთხოვნების შესაბამისად
პროგრამა: სოციოლოგია სამეცნიერო ხელმძღვანელი: გიგი თევზაძე, პროფესორი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისი, 2018
აბსტრაქტი
გლობალური ელექტრონული ქსელის დინამური განვითარება და მისი ინტეგრირება ადამიანთა ცხოვრების სხვადასხვა სფეროში უსწრებს ამ სფეროში მიმდინარე პროცესების მეცნიერულ გააზრებას. არადა, ისეთ მასშტაბური მოვლენა, როგორიცაა ინტერნეტი, რომელმაც მოახდინა მესამე ტექნოლოგიური რევოლუცია, აუცილებელ შესწავლას მოითხოვს და სოციოლოგიის თვალთახედვით, განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს ვირტუალური საზოგადოებების კვლევა. ინტერნეტის ფენომენის წყალობით არა მხოლოდ ახალი საკომუნიკაციო საშუალება გაჩნდა, არამედ ახალი ტიპის საზოგადოების კრეაციის შესაძლებლობაც. ნაშრომში გამოკვლეულია ვირტუალურ საზოგადოებაში არამატერიალური კაპიტალის გავლენა, ვირტუალური ველის მაგალითად კი გამოყენებულია სოციალური ქსელი Qwelly. კვლევა აღწერლობითი და ანალიტიკური მეთოდებით ხორციელდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ვირტუალური საზოგადოება შექმნილია რეალური ადამიანების მიერ და თავდაპირველად ვითარდებოდა კლასიკური სოციოლოგიის პრინციპებით, დროის განმავლობაში იგი იძენს მინიმუმ ერთ ფენომენალურ თვისებას, რომლის ანალოგი არ არსებობდა და ვერც იქნებოდა Offline საზოგადოებაში.
ძირითადი ტერმინები:
გლობალური ქსელი, ვირტუალური სივრცე, ონლაინ საზოგადოება, ვირტუალური კაპიტალი, სიმბოლური კაპიტალი, კულტურული კაპიტალი, კიბერპროტეზი, ჰიპერრეალობა, სიმულაკრი, ინტერნეტი, აქტორი
სოციოლოგია
110 წევრი
აღწერა
სოციოლოგია
საზოგადოების, სოციალური ჯგუფებისა და ურთიერთობების, სოციუმის ცხოვრების შემსწავლელი მეცნიერება
მცირე საზოგადოების კაპიტალის ფორმები ვირტუალურ ქსელში
ლაშა_ს მიერ
თებერვალი 18, 2018
სამაგისტრო ნაშრომი - ლაშა ჩილინდრიშვილი
სამაგისტრო ნაშრომი წარდგენილია ილიას სახელმწიფო უნივერსტიტების მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტზე სოციოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭების მოთხოვნების შესაბამისად
პროგრამა: სოციოლოგია
სამეცნიერო ხელმძღვანელი: გიგი თევზაძე, პროფესორი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისი, 2018
აბსტრაქტი
გლობალური ელექტრონული ქსელის დინამური განვითარება და მისი ინტეგრირება ადამიანთა ცხოვრების სხვადასხვა სფეროში უსწრებს ამ სფეროში მიმდინარე პროცესების მეცნიერულ გააზრებას. არადა, ისეთ მასშტაბური მოვლენა, როგორიცაა ინტერნეტი, რომელმაც მოახდინა მესამე ტექნოლოგიური რევოლუცია, აუცილებელ შესწავლას მოითხოვს და სოციოლოგიის თვალთახედვით, განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს ვირტუალური საზოგადოებების კვლევა. ინტერნეტის ფენომენის წყალობით არა მხოლოდ ახალი საკომუნიკაციო საშუალება გაჩნდა, არამედ ახალი ტიპის საზოგადოების კრეაციის შესაძლებლობაც. ნაშრომში გამოკვლეულია ვირტუალურ საზოგადოებაში არამატერიალური კაპიტალის გავლენა, ვირტუალური ველის მაგალითად კი გამოყენებულია სოციალური ქსელი Qwelly. კვლევა აღწერლობითი და ანალიტიკური მეთოდებით ხორციელდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ვირტუალური საზოგადოება შექმნილია რეალური ადამიანების მიერ და თავდაპირველად ვითარდებოდა კლასიკური სოციოლოგიის პრინციპებით, დროის განმავლობაში იგი იძენს მინიმუმ ერთ ფენომენალურ თვისებას, რომლის ანალოგი არ არსებობდა და ვერც იქნებოდა Offline საზოგადოებაში.
ძირითადი ტერმინები:
გლობალური ქსელი, ვირტუალური სივრცე, ონლაინ საზოგადოება, ვირტუალური კაპიტალი, სიმბოლური კაპიტალი, კულტურული კაპიტალი, კიბერპროტეზი, ჰიპერრეალობა, სიმულაკრი, ინტერნეტი, აქტორი
იხილეთ ნაშრომი:
• მცირე საზოგადოების კაპიტალის ფორმები ვირტუალურ ქსელში •