3 ივლისს (ძვ. სტ. 20 ივნისს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა მოწამეებს - არისტოკლეს, დიმიტრის და ათანასეს
მაშინ როდესაც ქრისტეს ეკლესია უკვე საღმრთისმსახურო წირვას (ლიტურღიას) და ევქარისიტიის კანონს აღასრულებდა, ქრისტეს წამუბულთა შორის, უპირველესად სასულიერო პირები გვევლინებოდნენ. მეოთხე საუკუნის დამდეგს, მაქსიმიანე გალერიუსის ზეობისას (305 - 311 წწ), ქრისტეს სიყვარულისთვის მარტვილთა რიგებს შეუერთდნენ - მღვდელი (ხუცესი) არისტოკლე, დიაკონი დიმიტრი და წიგნისმკითხველი (მედავითნე) ათანასე. არისტოკლე ხუცესი, ქალაქ ტამასის მკვიდრი იყო და საკათედრო ტაძარში მსახურობდა. ქრისტიანების დევნის დაწყებისას, იგრძნო რა მოსალოდნელი წამება, მთებში გაიხიზნა და გამოქვაბულს შეაფარა თავი. ერთხელაც, ლოცვის დროს, წმიდანს ნათელი მოეფინა და ჩაესმა უფლის ბრძანება, რომელიც კუნძულ კვიპროსზე დაბრუნებისა და ქრისტესთვის მარტვილობისკენ მოუწოდებდა. არისტოკლე მორჩილად დაჰყვა საღმრთო კურთხევას. წმიდანმა გზად მოციქულ ბარნაბას სახელობის ტაძარში შეიარა, აქ დიმიტრი დიაკონსა და ათანასე წიგნისმკითხველს შეხვდა და ჩვენების შესახებ მოუთხრო. დიმიტრიმ და ათანასემ გადაწყვიტეს, მასთან ერთად დაეთხიათ სისხლი ყოვლადსახიერი ღვთის სადიდებლად. ქალაქ სალამინში ჩამოსულმა წმიდანებმა ქრისტიანობის ქადაგება დაიწყეს, რისთვისაც წარმართებმა შეიპყრეს ისინი და მმართველს წარუდგინეს. ეს უკანასკნელი მალე დარწმუნდა, რომ აღმსარებელთა მოდრეკა შეუძლებელი იყო და ბრძანა, არისტოკლესთვის თავი მოეკვეთათ, ხოლო დიმიტრი და ათანასე კი დაეწვათ. მოწამეებს ცეცხლმა ვერაფერი ავნო, ბოლოს მათაც მახვილით წარკვეთეს თავები. მარტვილები 306 წელს აღესრულნენ.
ივლისი
24 წევრი
აღწერა
ივლისი
თვენი
ივლისის თვის წმინდათა ცხოვრება
მოწამე სასულიერო პირები
ლაშა_ს მიერ
ივლ. 3, 2018

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►