ივლისი

ივლისი

თვენი

ივლისის თვის წმინდათა ცხოვრება

მოწამეები ზენონი და ზინა

5 ივლისს (ძვ. სტ. 22 ივნისს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა მოწამეებს ზენონსა და ზინას

      ძველ არაბეთში, შუა საუკუნეების გარიჟრაჟზე არსებობდა აზიური ფილადელფია (სოფელი არაბეთში). სწორედ ამ სოფლიდან იყვნენ წარმოშობით წმინდა მოწამეები ზენონი და ზინა. ზენონი საკმაოდ მდიდარი იყო და მაცხოვრის ნაქადაგების მიხედვით, გასცა ყოველივე მონაგები და ქრისტეს სიყვარულისთვის, ხმამაღლად აღიარა თავი ქრისტიანად, მონებიც გაათავისუფლა და მის ერთგულ მსახურ ზინასთან ერთად მმართველის წინაშე წარსდგა და კერპთმსახურებაში ამხილა იგი. ქრისტიანთა მდევნელმა აღმსარებლის წამება ბრძანა. წმიდანები ძელზე დაჰკიდეს. მტარვალებმა მათ რკინის მარწუხებით დაუწყლულეს სხეული, ჭრილობებს ძმრითა და მარილით უღიზიანებდნენ, გახურებული შანთით უწვავდნენ ხორცის განსაკუთრებით მგრძნობიარე ადგილებს, ბოლოს კი ცეცხლიან ორმოში ჩაყარეს და ადუღებული ზეთი გადაასხეს. ღვთის მადლით სასწაულებრივად გადარჩენილ წმიდანებს თავები მოკვეთეს (+304).

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►