9 ივლისს (ძვ. სტ. 26 ივნისს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა ეპისკოპოსს იოანეს
მერვე საუკუნეში, საქართველოში ეპისკპოსად ხელდასხმული ეპისკოპოსი, იოანე, სიღრმიდან ღმრთისერთგულების ფიცი დადო და სულ მალე ბერად აღიკვეცა. ღირსმა მამამ იერუსალიმის წმიდა ადგილები მოილოცა და სამი წლის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში, ისტორიულ ყირიმში, რომის იმპერიის აღმოსავლეთში (გუთში, გოთიაში). იმ ხანად ხატმბრძოლმა იმპერატორმა კონსტანტინემ (კოპრონიმი) (741-775) გადაწყვიტა გუთელი მღვდელ განედევნა. ქრისტიანები შეევედრნენ წმიდა იოანეს, შესდგომოდა მღვდელმთავრის მძიმე უღელს. წმიდა მამა მწვალებლობისაგან დაცულ საქართველოში გამოემგზავრა. აქ დაასხეს მას ხელი ეპისკოპოსად. გუთეთს დაბრუნებული მღვდელმთავარი მალე იძულებული შეიქმნა დაეტოვებინა სამწყსო, ხაზართა დევნას გაერიდა და 4 წელი გაატარა ამასტრიდაში. წმიდა იოანემ 40 დღით ადრე იწინასწარმეტყველა საკუთარი სიკვდილი, გარდაიცვალა 790 წელს და დაკრძალეს პართენიტის მონასტერში. წმინდა მამის ხსენება, ასევე აღნიშნება 1 ივნისს
ივლისი
24 წევრი
აღწერა
ივლისი
თვენი
ივლისის თვის წმინდათა ცხოვრება
იოანე გუთელი
ლაშა_ს მიერ
ივლ. 9, 2018
9 ივლისს (ძვ. სტ. 26 ივნისს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა ეპისკოპოსს იოანეს
მერვე საუკუნეში, საქართველოში ეპისკპოსად ხელდასხმული ეპისკოპოსი, იოანე, სიღრმიდან ღმრთისერთგულების ფიცი დადო და სულ მალე ბერად აღიკვეცა. ღირსმა მამამ იერუსალიმის წმიდა ადგილები მოილოცა და სამი წლის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში, ისტორიულ ყირიმში, რომის იმპერიის აღმოსავლეთში (გუთში, გოთიაში). იმ ხანად ხატმბრძოლმა იმპერატორმა კონსტანტინემ (კოპრონიმი) (741-775) გადაწყვიტა გუთელი მღვდელ განედევნა. ქრისტიანები შეევედრნენ წმიდა იოანეს, შესდგომოდა მღვდელმთავრის მძიმე უღელს. წმიდა მამა მწვალებლობისაგან დაცულ საქართველოში გამოემგზავრა. აქ დაასხეს მას ხელი ეპისკოპოსად. გუთეთს დაბრუნებული მღვდელმთავარი მალე იძულებული შეიქმნა დაეტოვებინა სამწყსო, ხაზართა დევნას გაერიდა და 4 წელი გაატარა ამასტრიდაში. წმიდა იოანემ 40 დღით ადრე იწინასწარმეტყველა საკუთარი სიკვდილი, გარდაიცვალა 790 წელს და დაკრძალეს პართენიტის მონასტერში. წმინდა მამის ხსენება, ასევე აღნიშნება 1 ივნისს
◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►