16 ოქტომბერს (ძვ. სტ. 3 ოქტომბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს კესარიელ ეპისკოპოსს, წმინდა იოანე ქოზიბელს
ეგვიპტის ჩრდილოეთში, ქალაქ თებეში, მეექვსე საუკუნეში დაიბადა წმინდა იოანე ქოზიბელი, მოგვიანებით კესარიელი ეპისკოპოსი. სიჭაბუკეშივე პაპასთან ერთად უდაბნოში გავიდა სამოღვაწეოდ. როცა იოანეს წმიდა ცხოვრების ამბავი შეიტყვეს, ნეტარი კესარიის ეპისკოპოსად დაადგინეს. წმიდა იოანე ბრძნულად და სიყვარულით განაგებდა სამწყსოს, წინასწარჭვრეტისა და სასწაულთქმედების ნიჭით დაჯილ-დოებული მღვდელმთავარი შინაგანად ყოველთვის უბრალო ბერად რჩებოდა. მას უწევდა ბრძოლა იმ დროს გავრცელებული ნესტორის ერესის წინააღმდეგ, დაუცხრომლად იღვწოდა მართლმადიდებლური მოძღვრების განსამტკიცებლად და სამწყსოში არსებული მანკიერებების ამოსაფხვრელად. მას, ერთი ცნობით, 536 წლამდე ეპყრა მღვდელმთავრის კათედრა, სხვა ცნობით კი - 587-596 წლებში. ამის შემდეგ განმარტოების ტრფიალმა მამამ ქოზიბის უდაბნოს მიაშურა და აღსასრულამდე აქ მოსაგრეობდა.
ოქტომბერი
8 წევრი
აღწერა
ოქტომბერი
თვენი
ოქტომბერის თვის წმინდათა ცხოვრება
წმინდა იოანე ქოზიბელი
taSha_ს მიერ
ოქტომბერი 16, 2018
16 ოქტომბერს (ძვ. სტ. 3 ოქტომბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს კესარიელ ეპისკოპოსს, წმინდა იოანე ქოზიბელს
ეგვიპტის ჩრდილოეთში, ქალაქ თებეში, მეექვსე საუკუნეში დაიბადა წმინდა იოანე ქოზიბელი, მოგვიანებით კესარიელი ეპისკოპოსი. სიჭაბუკეშივე პაპასთან ერთად უდაბნოში გავიდა სამოღვაწეოდ. როცა იოანეს წმიდა ცხოვრების ამბავი შეიტყვეს, ნეტარი კესარიის ეპისკოპოსად დაადგინეს. წმიდა იოანე ბრძნულად და სიყვარულით განაგებდა სამწყსოს, წინასწარჭვრეტისა და სასწაულთქმედების ნიჭით დაჯილ-დოებული მღვდელმთავარი შინაგანად ყოველთვის უბრალო ბერად რჩებოდა. მას უწევდა ბრძოლა იმ დროს გავრცელებული ნესტორის ერესის წინააღმდეგ, დაუცხრომლად იღვწოდა მართლმადიდებლური მოძღვრების განსამტკიცებლად და სამწყსოში არსებული მანკიერებების ამოსაფხვრელად. მას, ერთი ცნობით, 536 წლამდე ეპყრა მღვდელმთავრის კათედრა, სხვა ცნობით კი - 587-596 წლებში. ამის შემდეგ განმარტოების ტრფიალმა მამამ ქოზიბის უდაბნოს მიაშურა და აღსასრულამდე აქ მოსაგრეობდა.
◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►