5 დეკემბერს (ძვ. სტ. 22 ნოემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმიდა მოციქულებს ფილიმონსა და არქიპოს და მოციქულთასწორს აპფიას.
პირველ საუკუნის ქრისტიანთა შორის განსაკუთრებული მოღვაწეობა გასწიეს როგორც თორმეტმა მოციქულმა, ასევე სამოცდაათმა მოციქულმა. მათ შორის იყვნენ, ფრიგის ქალაქ კოლოსეში მოღვაწეო ცოლ-ქმარი, ფილიმონი და მისი მეუღლე აპფია, რომლებმაც პავლე მოციქულისგან მიიღეს უფლის ნათელი. წმიდანებმა თავიანთი სახლი სამლოცველოდ აქციეს, სადაც მართლმორწმუნენი იკრიბებოდნენ ღვთისმსახურების აღსასრულებლად. მოციქული ფილიმონი ქალაქ ღაზის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი და მთელს ფრიგიაში ქადაგებდა ღვთის სიტყვას. პავლე მოციქულმა ნეტარს გაუგზავნა სიყვარულით სავსე ეპისტოლე, რომელშიც წერს: „ფილიმონს, საყუარელსა და თანაშემწესა ჩუენსა, და აპფიას, დასა და საყუარელსა, და არქიპოსს, თანა-მოსაგრესა ჩუენსა და სახლისა შენისა კრებულთა“ (ფილიმ. 1, 1-3). წმიდანები ფილიმონი, აპფია და წმიდა მოციქული არქიპო მოწამეობრივად აღესრულნენ იმპერატორ ნერონის (54-68) მიერ ქრისტიანთა დევნისას. წარმართული დღესასწაულის დროს ქრისტიანულ ტაძარში, სადაც ღვთისმსახურება აღესრულებოდა, გააფთრებული ბრბო შეცვივდა. ყველანი დაფრთხნენ და დაიფანტნენ, დარჩნენ მხოლოდ: ფილიმონი, არქიპო და აპფია. უღმერთოებმა შეიპყრეს ისინი. გამხეცებული წარმართების მიერ სასტიკად ნაგვემმა და დანებით დასერილმა არქიპომ სამსჯავრომდე ვერ მიაღწია - გზაშივე გარდაიცვალა, წმიდა ფილიმონი და აპფია კი მმართველის ბრძანებით ქვებით ჩაქოლეს.
დეკემბერი
34 წევრი
აღწერა
დეკემბერი
თვენი
დეკემბრის თვის წმინდათა ცხოვრება
წმინდა ფილიმონი, არქიპო და აპფია
qeti_ს მიერ
დეკემბერი 9, 2018

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►