დეკემბერი

დეკემბერი

თვენი

დეკემბრის თვის წმინდათა ცხოვრება

საკვირველმოქმედი რომანოზი

10 დეკემბერს (ძვ. სტ. 27 ნოემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა რომანოზ საკვირველმოქმედს.

რომანოზ საკვირველმოქმედი, წმინდათა ცხოვრება, თვენი, დეკემბერი, ქველი, qwelly, december

      მეხუთე საუკუნეში, ანტიოქიის მახლობლად, ქალაქ როსაში დაიბადა და მოღვაწეობდა წმინდა რომანოზი. ღმრთივსათნო ღვაწლისთვის უფალმა მას განჭვრეტისა და კურნების ნიჭი მიმადლა. რომანოზის ლოცვით მრავალი უშვილო დედაკაცი დაიხსნა ბერწობისაგან. წმიდა რომანოზი მკაცრი მმარხველი იყო და განსაკუთრებული ასკეზით გამოირჩეობა - ჯვალოს ქვეშ მძიმე ჯაჭვებს ატარებდა, ცხოვრობდა განმარტოებით, დაყუდებული ყოველგვარი სითბოსა და ცეცხლის გარეშე. ბოლოს ღრმად მოხუცებულმა ღირსმა მამამ მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. აღსრულებული მრავალი სასწაულის და მკაცრი ასკეტური მოღვაწეობის გამო, დედა ეკლესიამ წმინდა რომანოზს საკვირველმოქმედი უწოდა.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►