იანვარი

იანვარი

თვენი

იანვრის თვის წმინდათა ცხოვრება

მოწამე იულიანა და ნიკომედიაში წამებულები

3 იანვარს (ძვ. სტ. 21 დეკემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა მოწამე იულიანას და მასთან ერთად, ნიკომედიაში წამებულებს

მოწამე იულიანა, mowame iuliana, წმინდათა ცხოვრება, თვენი, იანვარი, ქველი, qwelly, ianvari

      ქრისტიანთა დევნის ადრეულ წლებში, მორწმუნეთა წამების მრავალი ეპიზოდია აღწერილი წმინდათა ცხოვრების წიგნებში. მათ შორის არის, მეოთხე საუკუნის დამდეგს, ნიკომედიაში წამებული 500 მამისა და 130 დედის ისტორია, რომლებიც მოწამე იულიანასთან ერთად აღესრულნენ. წმიდა მოწამე იულიანა დიდებული წარმართის, აფრიკანის ასული იყო. ცხრამეტი წლის ასაკში, მშობლიური ქალაქის, ნიკომიდიის ეპარქ ელევსიზე დანიშნეს. გონიერებით გამორჩეულმა და მეცნიერების, კვლევის სურვილით აღვსილმა იულიანამ, გამოიძია რა თავიანთი სარწმუნოება, უმალ შეიცნო მისი სიცრუე და ამაოება, შემდეგ დაიწყო ქრისტიანობის შემეცნება, შეიყვარა ქრისტე და მოინათლა. როცა ქორწილის დრო მოახლოვდა, მან უარი განაცხადა გათხოვებაზე. მამამ შეაგონა ნეტარს, არ დაერღვია ძველი ნიშნობა, მაგრამ, საწადელს რომ ვერ მიაღწია, განრისხებულმა, საშინლად სცემა ასული. ამის შემდეგ აფრიკანმა იულიანა მისი ყოფილი საქმროს, ქალაქის ეპარქის ელევსის სამსჯავროზე წარადგინა. ელევსიმ სთხოვა წმიდა ქალწულს, ცოლად გაჰყოლოდა, თან აღუთქვა, რომ სარწმუნოების შეცვლას არ აიძულებდა, მაგრამ ნეტარი იულიანა ამჯერადაც მტკიცე უარზე დადგა და ქრისტესთვის მოწამეობა ირჩია. წმიდანს დიდხანს და სასტიკად ტანჯავდნენ, მაგრამ ყოველი წამების შემდეგ უფლისგან კურნება მიემადლებოდა და ძალები უცხოველდებოდა. წმიდა ქალწულის სიმტკიცემ და სასწაულებრივმა კურნებებმა ბევრ წარმართს გაუხსნა გული და გონება ჭეშმარიტებისათვის, ხუთასმა მამაკაცმა და ასოცდაათმა დედამ კი აშკარად აღიარა ქრისტე. ახალ აღმსარებლებს თავები მოჰკვეთეს. ელევსი დარწმუნდა, რომ შეუძლებელი იყო ზეციური სასიძოსკენ იულიანას ლტოლვის განელება და მისი სიკვდილით დასჯა ბრძანა. ქრისტესთვის მარტვილმა სიხარულით მოისმინა განაჩენი, დიდება და მადლობა შესწირა უფალს და მშვიდად მოუდრიკა ქედი მახვილს (დაახლ. 304 წელს).

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►