5 იანვარს (ძვ. სტ. 23 დეკემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს კუნძულ კრეტაზე აღსრულებულ მოწამეებს.
რომის გაქრისტიანებამდე, იმპერატორები თითქოს, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ქრისტიანთა დევნაში. ერთ-ერთი გამორჩეული, ამ მიმართულებით იყო იმეპრატორი დეკიუსი, რომლის ზეობის დროსაც (249-251) მრავალი ქრისტიანი ეწამა სარწმუნოების სიყვარულით. ამ მოწამეთა რიგებს მიეკუთვნებიან კრეტაში წამებულები: თეოდულე, სატორნინე, ევპორო, გელასი, ევნიკიანე, ზოტიკე, პომპიოსი, აღათოპუსე, ბასილიდე და ევარესტი. იმპერატორის მსგავსად, კუნძულ კრეტის მმართველიც სასტიკად დევნიდა ქრისტიანებს. ერთხელ სამსჯავროზე მის წინაშე წარადგინეს ათი ქრისტიანი კრეტის სხვადასხვა ქალაქიდან. მათ ახოვნად აღიარეს ქრისტე და ამხილეს კერპთაყვანისცემის ამაოება. ყველა მათგანი სასტიკი წამების შემდეგ სიკვდილით დასაჯეს. აღსასრულის წინ მოწამეები მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს, სარწმუნოების ნათლით გაენათლებინა მათი ჯალათები.
იანვარი
32 წევრი
აღწერა
იანვარი
თვენი
იანვრის თვის წმინდათა ცხოვრება
კრეტაზე აღსრულებული მოწამეები
Kakha_ს მიერ
იანვარი 5, 2019
5 იანვარს (ძვ. სტ. 23 დეკემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს კუნძულ კრეტაზე აღსრულებულ მოწამეებს.
რომის გაქრისტიანებამდე, იმპერატორები თითქოს, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ქრისტიანთა დევნაში. ერთ-ერთი გამორჩეული, ამ მიმართულებით იყო იმეპრატორი დეკიუსი, რომლის ზეობის დროსაც (249-251) მრავალი ქრისტიანი ეწამა სარწმუნოების სიყვარულით. ამ მოწამეთა რიგებს მიეკუთვნებიან კრეტაში წამებულები: თეოდულე, სატორნინე, ევპორო, გელასი, ევნიკიანე, ზოტიკე, პომპიოსი, აღათოპუსე, ბასილიდე და ევარესტი. იმპერატორის მსგავსად, კუნძულ კრეტის მმართველიც სასტიკად დევნიდა ქრისტიანებს. ერთხელ სამსჯავროზე მის წინაშე წარადგინეს ათი ქრისტიანი კრეტის სხვადასხვა ქალაქიდან. მათ ახოვნად აღიარეს ქრისტე და ამხილეს კერპთაყვანისცემის ამაოება. ყველა მათგანი სასტიკი წამების შემდეგ სიკვდილით დასაჯეს. აღსასრულის წინ მოწამეები მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს, სარწმუნოების ნათლით გაენათლებინა მათი ჯალათები.
◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►