იანვარი

იანვარი

თვენი

იანვრის თვის წმინდათა ცხოვრება

სიმონ მირონმდინარე

10 იანვარს (ძვ. სტ. 28 დეკემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს ათონის მთაზე მოღვაწე სვიმეონ (სიმონ) მირონმდინარეს

სვიმონ მირონმდინარე, სიმონ მირონმდინარე, წმინდათა ცხოვრება, თვენი, იანვარი, ქველი, qwelly, ianvari

      ათონის მთაზე, მკაცრის ასკეტური მოღვაწეობით, მრავალი წმინდა მამა შეუერთდა ქრისტეს მებრძოლი ეკლესიიდან ქრისტეს მოზეიმე ეკლესიას. მათ შორის არის წმინდა სვიმეონ მირონმდინარე, რომელიც მეცამეტე საუკუნის მოღვაწე სასწაულმოქმედი წმინდანია. მან ეს ნიჭი სწორედ თავისი ასკეტური ცხოვრების შედეგად მიიღო უფლისგა საჩუქრად. მან დააარსა ახალი ბეთლემის სავანე, რომელსაც ამჟამად სვიმონ-პეტრეს მონასტერს უწოდებენ. წმიდანმა ღრმა მოხუცებულობამდე იცხოვრა და 1287 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. ნეტარის წმიდა ნაწილებიდან მირონი გადმოედინებოდა, სწორედ ამიტომ ეწოდა მას ქრისტეს ეკლესიაში მირონმდინარე.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►