11 იანვარს (ძვ. სტ. 29 დეკემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა თადეოზ აღმსარებელს.
წმინდა თეოდორე სტუდიელის მოწაფეთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული მოწაფე იყო ღირსი თადეოზი. იგი იმ წმინდა მოწამეთა რიგებს მიეკუთვნება, რომლებიც ხატმებრძოლეთა წინააღმდეგ დაუღალავად ღაღადებდნენ უფლის სიტყვას და ამავე ჭეშმარიტების გამო გახდნენ მოწამენი. წმინდა თადეოზი, იმპერატორ ლეონ V-ის ზეობისას, 818 წელს ეწამა. იმ პერიოდს, სხვაგვარად, ხატმებრძოლთა ოქროს ხანასაც უწოდებენ. სწორედ მაშინ წარადგინეს ღირსი თადეოზი მწვალებელთა სამსჯავროზე, სადაც, აბუჩად იგდებდნენ ნეტარს, მაცხოვრის ხატი მიწაზე დადეს, შემდეგ კი მისცვივდნენ უფლის რჩეულს და ძალადობით ხატზე ფეხი დაადგმევინეს. ამის შემდეგ მსაჯულმა თქვა: „შენ ქრისტეს ხატი გათელე, ახლა - შემოგვიერთდი“. მაგრამ წმიდა თადეოზმა ახოვნად უპასუხა, თაყვანს ვსცემ და სიყვარულით ვემთხვევი მაცხოვრის წმიდა ხატს, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ მასზე ფეხის დადგმა კი ცოდვად არ შემერაცხებაო და შეაჩვენა ხატმბრძოლთა უსჯულოება. ამისთვის უფლის რჩეული სასტიკად ტანჯეს, შემდეგ კი მიწაზე ათრიეს და ცოცხალ-მკვდარი ქალაქის გალავანს მიღმა დააგდეს. ერთმა ქრისტიანმა წმიდანი შინ მიიყვანა. ნეტარმა თადეოზმა კიდევ სამი დღე იცოცხლა, შემდეგ კი სული უფალს შეჰვედრა.
იანვარი
32 წევრი
აღწერა
იანვარი
თვენი
იანვრის თვის წმინდათა ცხოვრება
წმინდა თადეოზი, აღმსარებელი
Kakha_ს მიერ
იანვარი 11, 2019
11 იანვარს (ძვ. სტ. 29 დეკემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა თადეოზ აღმსარებელს.
წმინდა თეოდორე სტუდიელის მოწაფეთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული მოწაფე იყო ღირსი თადეოზი. იგი იმ წმინდა მოწამეთა რიგებს მიეკუთვნება, რომლებიც ხატმებრძოლეთა წინააღმდეგ დაუღალავად ღაღადებდნენ უფლის სიტყვას და ამავე ჭეშმარიტების გამო გახდნენ მოწამენი. წმინდა თადეოზი, იმპერატორ ლეონ V-ის ზეობისას, 818 წელს ეწამა. იმ პერიოდს, სხვაგვარად, ხატმებრძოლთა ოქროს ხანასაც უწოდებენ. სწორედ მაშინ წარადგინეს ღირსი თადეოზი მწვალებელთა სამსჯავროზე, სადაც, აბუჩად იგდებდნენ ნეტარს, მაცხოვრის ხატი მიწაზე დადეს, შემდეგ კი მისცვივდნენ უფლის რჩეულს და ძალადობით ხატზე ფეხი დაადგმევინეს. ამის შემდეგ მსაჯულმა თქვა: „შენ ქრისტეს ხატი გათელე, ახლა - შემოგვიერთდი“. მაგრამ წმიდა თადეოზმა ახოვნად უპასუხა, თაყვანს ვსცემ და სიყვარულით ვემთხვევი მაცხოვრის წმიდა ხატს, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ მასზე ფეხის დადგმა კი ცოდვად არ შემერაცხებაო და შეაჩვენა ხატმბრძოლთა უსჯულოება. ამისთვის უფლის რჩეული სასტიკად ტანჯეს, შემდეგ კი მიწაზე ათრიეს და ცოცხალ-მკვდარი ქალაქის გალავანს მიღმა დააგდეს. ერთმა ქრისტიანმა წმიდანი შინ მიიყვანა. ნეტარმა თადეოზმა კიდევ სამი დღე იცოცხლა, შემდეგ კი სული უფალს შეჰვედრა.
◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►