იანვარი

იანვარი

თვენი

იანვრის თვის წმინდათა ცხოვრება

წმინდა საბიანა

11 იანვარს (ძვ. სტ. 29 დეკემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა და ღირს მონაზონს - საბიანას., სამცხის მონასტრის წინამძღვარს

საბიანა, sabiana, მონაზონი, წმინდათა ცხოვრება, თვენი, იანვარი, ქველი, qwelly, ianvari

      საქართველო, მსოფლიო ეკლესიაში გამორჩეულია ადრეული პერიოდის დედათა მონასტრების სიმრავლითაც. ერთ-ერთი პირველი ცნობები, ჯერ კიდევ გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში მოგვეპოვება, თუმცა სწორედ ამ ნაწარმოებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დედათა მონასტრები კიდევ უფრო ადრე უნდა ყოფილიყო დაარსებული. ამ მონასტრებში მოღვაწე დედები საოცარი გულმოდგინებით გამოირჩეოდნენ და ასკეტური ცხოვრებაც მკაცრი იყო - გამუდმებული ლოცვა, მარხვა, ხელსაქმე და ობოლთა აღზრდა იყო მათი ძირითადი საქმიანობა. მონაზონ დედათა სიწმიდესა და სიბრძნეს ანგარიშს უწევდნენ და მათ წინაშე ქედს იდრეკდნენ მეფე-დედოფალნიც. საქართველოს ისტორიაში, მრავლად მოგვეპოვება ცნობები, როდესაც საქართველოს თავად-აზნაურთა ცნობილი წარმომადგენლები განდეგილ დედებს აღსაზრდელად საკუთარ შვილებს მიაბარებდნენ. გიორგი მცირის ცნობით, XI საუკუნეში, როცა გიორგი მთაწმინდელის მშობლებმა თავიანთი პირველი შვილი, თეკლა, ღმერთს შესწირეს და მონაზვნად აღზრდა გადაწყვიტეს, იგი წმიდა საბიანას - „ღირს და წმიდა“ დედაკაცს მიჰგვარეს, რომელიც იმ დროს სამცხის ტაძრისის დედათა მონასტერს წინამძღვრობდა. წმიდა საბიანამ „შეიწყნარა იგი, ვითარცა შვილი თვისი და კეთილად აღზარდა“. შემდეგ ამ მონასტერში მიუყვანიათ შვიდი წლის გიორგი მთაწმინდელიც. იგი სამი წლის განმავლობაში იზრდებოდა წმიდა საბიანას მიერ კეთილად აღზრდილ საღმრთო „დედაკაცისა მისგან ღირსისა დისა თვისასა“. წმიდა საბიანას შესახებ სხვა ცნობები არ მოგვეპოვება. „ნაყოფისაგან ხე იგი საცნაურ არს“ (მათე 12,33). წმიდა საბიანას ღვაწლი განცხადებულია მისი წინამძღვრობისდროინდელი მონასტრის ცხოვრებასა და მის აღზრდილებში.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►