გალობა

გალობა

"ვერაფერი აღამაღლებს და შეასხამს ფრთებს სულს, ვერ მოსწყვეტს მას მიწას, ვერ გაათავისუფლებს ხორცის საკვრელთაგან, ვერაფერი განაწყობს იმისათვის, რომ აღივსოს ღვთისმოსაობით და დათრგუნოს ყოველივე ცხოვრებისეული, როგორც შეთანხმებული გალობა და შეწყობილად აღვლენილი საღმრთო საგალობელი."

წმ. იოანე ოქროპირი

ჯგუფი განკუთვნილია ქართული გალობითა და ფოლკლორით დაინტერესებულთათვის!

ქართული გალობა ანთოლოგია (ტომი III)

აღმოსავლეთ საქართველოს სამგალობლო ტრადიცია

იოანე ოქროპირის ლიტურგიის საგალობლები

(II ნაწილი)

ქართული გალობის ანთოლოგია, ქართული გალობა, ქართული გალობის ნოტები, გალობის საგალობლები, გალობის ნოტები, გალობა, qwelly, PDF

      გამოცემა ეძღვნება საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალური, მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან 100 და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრებიდან 40 წლისთავს

      ანთოლოგიის III ტომში დაბეჭდილია იაონე ოქროპირის ლიტურგიის, აღმოსავლეთ საქართველოს სამგალობლო ტრადიციის საგალობლები - სამოციქულოს წარდგომებიდან წირვის ბოლო „მრავალჟამიერ“-ების ჩათვლით - სტეფანე კარბელაშვილის მიერ 1897, 1898 და 1899 წლებში გამოცემული სანოტო კრებულებიდან, და აგრეთვე - სტეფანე, პოლიევქტოს და ფილიმონ კარბელაშვილების, მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვის, მიხეილ ელიზბარაშვილის, დავით მოლოდინაშვილისა და გრიგოლ ჩხიკვაძის სანოტო ხელნაწერებიდან. ამ საგალობელთა უმრავლესობა პირველად ქვეყნდება.

• იდეის ავტორი და პროექტის ხელმძღვანელი: სვიმონ (ჯიქი) ჯანგულაშვილი

• III ტომის შემდენელი და მუსიკალური რედაქტორი: სვიმონ (ჯიქი) ჯანგულაშვილი

• შესავალი წერილისა და კომენტარების ავტორი: სვიმონ (ჯიქი) ჯანგულაშვილი

• რედაქტორები: რუსუდან წურწუმია და თამარ ჩხეიძე

• გამოცემაზე მუშაობდნენ: ნინო რაზმაძე, გიორგი კილაძე, გიორგი ხუნაშვილი, ნუცა ნიკოლეიშვილი

• მთარგმნელები: ერიკ ჰალვორსონი, მარიამ ცოცხალაშვილი, ლევან ვეშაპიძე (უმცროსი).

• ინგლისური ტექსტების რედაქტორები: ჯონ გრემი

• კომპიუტერული უზრუნველყოფა: სვიმონ (ჯიქი) ჯანგულაშვილი, ლევან ვეშაპიძე, გიორგი აბრამიშვილი, გიორგი ჯოლბორდი

• დიზაინერი: ნიკოლოზ გოგაშვილი

• პროექტის კოორდინატორი: ნინო რაზმაძე

© საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი

© ფონდი ქართული გალობა

შესავალი

ანთოლოგიის III ტომში დაბეჭდილია წმიდა იოანე ოქროპირის ლიტურგიის სვეტიცხოვლის სკოლის (კარბელაშვილთა სამგალობლო ტრადიციის) საგალობლები - (სამოციქულოს წარდგომებიდან წირვის ბოლო „მრავალჟამიერ“-ების ჩათვლით) სტეფანე და პოლიევქტოს კარბელაშვილების სანოტო ხელნაწერთა არქივებიდან და მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვის, მიხეილ ელიზბარაშვილის, დავით მოლოდინაშვილის და გრიგოლ ჩხიკვაძის ხელნაწერებიდან. ამ საგალობელთაგან უმრავლესი ნიმუში პირველად ქვეყნდება.

წინამდებარე ტომში წარმოდგენილ საგალობელთა და მათი წყაროების თავისებურებების შესახებ, იხილეთ ანთოლოგიის შესავალი (იხ. ანთოლოგია „ქართული გალობა“, I ტომი) და II ტომში დაბეჭდილი II_IV ტომების საერთო შესავალი.

იხილეთ წიგნი (ჩამოტვირთეთ .rar ფაილები და მხოლოდ შემდეგ ამოაარქივეთ)

ქართული გალობა ანთოლოგია (ტომი III)
ნაწილი I | ნაწილი II

იბეჭდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II ლოცვა-კურთხევით
თბილისი
2018