გალობა

გალობა

"ვერაფერი აღამაღლებს და შეასხამს ფრთებს სულს, ვერ მოსწყვეტს მას მიწას, ვერ გაათავისუფლებს ხორცის საკვრელთაგან, ვერაფერი განაწყობს იმისათვის, რომ აღივსოს ღვთისმოსაობით და დათრგუნოს ყოველივე ცხოვრებისეული, როგორც შეთანხმებული გალობა და შეწყობილად აღვლენილი საღმრთო საგალობელი."

წმ. იოანე ოქროპირი

ჯგუფი განკუთვნილია ქართული გალობითა და ფოლკლორით დაინტერესებულთათვის!

ქართული გალობა ანთოლოგია (ტომი IV)

აღმოსავლეთ საქართველოს სამგალობლო ტრადიცია

იოანე ოქროპირის, ბასილი დიდის, პირველშეწირულის (პაპ გრიგოლ დიდის, „დიალოგოსის“) ლიტურგიების, ჯვრისწერისა და ხელდასხმის განგებათა საგალობლები

(III ნაწილი)

ქართული გალობის ანთოლოგია, ქართული გალობა, ქართული გალობის ნოტები, გალობის საგალობლები, გალობის ნოტები, გალობა, qwelly, PDF

      გამოცემა ეძღვნება საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალური, მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან 100 და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრებიდან 40 წლისთავს

      ანთოლოგიის IV ტომში დაბეჭდილია იოანე ოქროპირის ლიტურგიის საგალობლები - დავით ჩიხავაძე-მიხაილოვის ხელნაწერებიდან და დიმიტრი არაყიშვილის მიერ 1905 და 1916 წლებში გამოცემული კრებულებიდან. ასევე წინამდებარე ტომში წარმოდგენილია ბასილი დიდის და „პირველშეწირულ ძღვენთა“ ლიტურგიების, მღვდლის კურთხევისა და ჯვრისწერის განგებათა საგალობლები სტეფანე, პოლიევქტოს და ფილიმონ კარბელაშვილების, მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვის, მიხეილ ელიზბარაშვილის, დავით მოლოდინაშვილისა და გრიგოლ ჩხიკვაძის სანოტო ხელნაწერებიდან. ამ საგალობელთა უმრავლესობა პირველად ქვეყნდება.

• იდეის ავტორი და პროექტის ხელმძღვანელი: სვიმონ (ჯიქი) ჯანგულაშვილი

• IV ტომის შემდგენელი და მუსიკალური რედაქტორი: სვიმონ (ჯიქი) ჯანგულაშვილი

• შესავალი წერილისა და კომენტარების ავტორი: სვიმონ (ჯიქი) ჯანგულაშვილი

• რედაქტორები: რუსუდან წურწუმია და თამარ ჩხეიძე

• გამოცემაზე მუშაობდნენ: ნინო რაზმაძე, გიორგი კილაძე, გიორგი ხუნაშვილი, ნუცა ნიკოლეიშვილი

• მთარგმნელები: ერიკ ჰალვორსონი, მარიამ ცოცხალაშვილი, ლევან ვეშაპიძე (უმცროსი).

• ინგლისური ტექსტების რედაქტორები: ჯონ გრემი

• კომპიუტერული უზრუნველყოფა: სვიმონ (ჯიქი) ჯანგულაშვილი, ლევან ვეშაპიძე, გიორგი აბრამიშვილი, გიორგი ჯოლბორდი

• დიზაინერი: ნიკოლოზ გოგაშვილი

• პროექტის კოორდინატორი: ნინო რაზმაძე

© საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი

© ფონდი ქართული გალობა

შესავალი

...

იხილეთ წიგნი (ჩამოტვირთეთ .rar ფაილები და მხოლოდ შემდეგ ამოაარქივეთ)

ქართული გალობა ანთოლოგია (ტომი IV)
ნაწილი I | ნაწილი II

იბეჭდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II ლოცვა-კურთხევით
თბილისი
2018