"ვერაფერი აღამაღლებს და შეასხამს ფრთებს სულს, ვერ მოსწყვეტს მას მიწას, ვერ გაათავისუფლებს ხორცის საკვრელთაგან, ვერაფერი განაწყობს იმისათვის, რომ აღივსოს ღვთისმოსაობით და დათრგუნოს ყოველივე ცხოვრებისეული, როგორც შეთანხმებული გალობა და შეწყობილად აღვლენილი საღმრთო საგალობელი."
წმ. იოანე ოქროპირი
ჯგუფი განკუთვნილია ქართული გალობითა და ფოლკლორით დაინტერესებულთათვის!
იოანე ოქროპირის, ბასილი დიდის, პირველშეწირულის ლიტურგიები აღდგომის საგალობელნი სადღესასწაულო საგალობელნი წირვისა სადღესასწაულო „განიცადეები“
გამოცემა ეძღვნება საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალური, მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან 100 და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრებიდან 40 წლისთავს
ანთოლოგიის V ტომში დაბეჭდილია იოანე ოქროპირის, ბასილი დიდისა და „პირველშეწირულის“ ლიტურგიების, ბრწყინვალე აღდგომისა და დიდ დღესასწაულთა საგალობლები, ფ. ქორიძისა და რ. ხუნდაძის მიერ 1904, 1908 და 1911 წლებში გამოცემული კრებულებიდან. ეს კრებულები ბიბლიოგრაფიულ იშვიათობადაა ქცეული და I გამოცემის შემდეგ სრული სახით აღარ გამოქვეყნებულა.
წინამდებარე ტომში წარმოდგენილი, რ. ხუნდაძის მიერ გამოცემული ჰიმნები „სადა“ სტილისაა, ხოლო ფ. ქორიძის მიერ ნოტირებული დიდ დღესასწაულთა და, განსაკუთრებით, აღდგომის საგალობლები „გამშვენებული“ სტილის გამორჩეული ნიმუშებია.
• იდეის ავტორი და პროექტის ხელმძღვანელი: სვიმონ (ჯიქი) ჯანგულაშვილი
• V ტომის შემდგენლები და მუსიკალური რედაქტორები: ლევან ვეშაპიძე და სვიმონ (ჯიქი) ჯანგულაშვილი
• შესავალი წერილისა და კომენტარების ავტორი: სვიმონ (ჯიქი) ჯანგულაშვილი
• რედაქტორები: რუსუდან წურწუმია და თამარ ჩხეიძე
• მთარგმნელები: ერიკ ჰალვორსონი, მარიამ ცოცხალაშვილი, ლევან ვეშაპიძე (უმცროსი).
გალობა
143 წევრი
აღწერა
გალობა
"ვერაფერი აღამაღლებს და შეასხამს ფრთებს სულს, ვერ მოსწყვეტს მას მიწას, ვერ გაათავისუფლებს ხორცის საკვრელთაგან, ვერაფერი განაწყობს იმისათვის, რომ აღივსოს ღვთისმოსაობით და დათრგუნოს ყოველივე ცხოვრებისეული, როგორც შეთანხმებული გალობა და შეწყობილად აღვლენილი საღმრთო საგალობელი."
წმ. იოანე ოქროპირი
ჯგუფი განკუთვნილია ქართული გალობითა და ფოლკლორით დაინტერესებულთათვის!
ქართული გალობა ანთოლოგია (ტომი V)
ლაშა_ს მიერ
იანვარი 4, 2020
დასავლეთ საქართველოს სამგალობლო ტრადიცია
იოანე ოქროპირის, ბასილი დიდის, პირველშეწირულის ლიტურგიები
აღდგომის საგალობელნი
სადღესასწაულო საგალობელნი წირვისა
სადღესასწაულო „განიცადეები“
გამოცემა ეძღვნება საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალური, მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან 100 და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრებიდან 40 წლისთავს
ანთოლოგიის V ტომში დაბეჭდილია იოანე ოქროპირის, ბასილი დიდისა და „პირველშეწირულის“ ლიტურგიების, ბრწყინვალე აღდგომისა და დიდ დღესასწაულთა საგალობლები, ფ. ქორიძისა და რ. ხუნდაძის მიერ 1904, 1908 და 1911 წლებში გამოცემული კრებულებიდან. ეს კრებულები ბიბლიოგრაფიულ იშვიათობადაა ქცეული და I გამოცემის შემდეგ სრული სახით აღარ გამოქვეყნებულა.
წინამდებარე ტომში წარმოდგენილი, რ. ხუნდაძის მიერ გამოცემული ჰიმნები „სადა“ სტილისაა, ხოლო ფ. ქორიძის მიერ ნოტირებული დიდ დღესასწაულთა და, განსაკუთრებით, აღდგომის საგალობლები „გამშვენებული“ სტილის გამორჩეული ნიმუშებია.
• იდეის ავტორი და პროექტის ხელმძღვანელი: სვიმონ (ჯიქი) ჯანგულაშვილი
• V ტომის შემდგენლები და მუსიკალური რედაქტორები: ლევან ვეშაპიძე და სვიმონ (ჯიქი) ჯანგულაშვილი
• შესავალი წერილისა და კომენტარების ავტორი: სვიმონ (ჯიქი) ჯანგულაშვილი
• რედაქტორები: რუსუდან წურწუმია და თამარ ჩხეიძე
• მთარგმნელები: ერიკ ჰალვორსონი, მარიამ ცოცხალაშვილი, ლევან ვეშაპიძე (უმცროსი).
• ინგლისური ტექსტების რედაქტორები: ჯონ გრემი
• კომპიუტერული უზრუნველყოფა: ლევან ვეშაპიძე
• დიზაინერი: ნიკოლოზ გოგაშვილი
• პროექტის კოორდინატორი: ნინო რაზმაძე
© საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი
© ფონდი ქართული გალობა
შესავალი
...
იხილეთ წიგნი (ჩამოტვირთეთ .rar ფაილები და მხოლოდ შემდეგ ამოაარქივეთ)
ქართული გალობა ანთოლოგია (ტომი V)
ჩამოტვირთვა
იბეჭდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II ლოცვა-კურთხევით
თბილისი
2018