თებერვალი

თებერვალი

თვენი

თებერვლის თვის წმინდათა ცხოვრება

წმინდა ექვთიმე აღმსარებელი

2 თებერვალს (ძვ. სტ. 20 იანვარს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა ექვთიმე აღმსარებელს!

      მეცხრამეტე საუკუნის სამოციან წლებში, სოფელ სადმელში, კერესელიძეების ოჯახში დაიბადა ესტატე, მოგვიანებით წმინდა ექვთიმე აღმსარებელი. სადმელში (რაჭა-ლეჩხუმი), სამრევლო სკოლის შემდეგ, სწავლა ქუთაისში გააგრძელა, ხოლო მოგვიანებით თბილისში გადმოსახლდა სამუშაოდ. მან თბილისში გაიცნო ილია ჭავჭავაზის მოურავი, მაქსიმე შარაძე, რომელიც იმხანად, „საღმრთო წიგნთ-საკითხავი“-ს დაარსებას ცდილობდა. ესტატემ და მაქსიმემ ერთად დაიწყეს მოღვაწეობა. მათი დაარსებული სკოლის მიზანი იყო, მართლმადიდებლური სწავლებისა და გალობის შესწავლა დაინტერესებული მრევლისთვის. მათ საქმიანობას თავმჯდომარეობდა წმიდა მღვდელმთავარი ალექსანდრე (ოქროპირიძე). წმინდა ილია მართლის (იხსენიება 2 აგვისტოს) შემწეობითა და შუამდგომლობით, საუკუნის მიწურულს, მაქსიმე შარაძემ და ესტატე კერესელიძემ შეიძინეს სტამბა და აქტიურად შეუდგნენ საღმრთო წიგნების ბეჭდვას. ისინი ათონის მთიდან გამოგზავნილ წიგნებს ბეჭდავდნენ და უფასოდ ავრცელებდნენ. ამავე პერიოდში იწყება, ლამაზი კალიგრაფიით ცნობილი ესტატეს ცხოვრებაში ახალი საქმიანობა - საქართველოში ჩამოსულმა ცნობილმა მომღერალმა და მოსიკოსმა ფილიმონ ქორიძემ, ევროპული სანოტო დამწერლობა შეასწავლა ესტატეს. განასკუთრებული გულმოდგინების გამო, ფილიმონ ქორიძე ადვილად ანდობდა საგალობლოთა სანოტო ხელნაწერების გადათეთრებას.

      იმ დროისთვის ფილიმონ ქორიძე უკვე დიდი ხანი იყო რაც მოღვაწეობდა საქართველოში. წმიდა მღვდელმთავარ გაბრიელის თაოსნობით 1884 წელს ქუთაისში დაარსებულმა ქართული გალობის აღმადგინებელმა კომიტეტმა შეკრიბა ძველი ქართული გალობის მცოდნე სასულიერო პირები და ერისკაცნი. ფილიმონ ქორიძემ ათასობით საგალობელი გადაიტანა ნოტებზე, რომლის დაბეჭდვა საკუთარი ხარჯებით თავს იდეს ესტატე კერესელიძემ და მაქსიმე შარაძემ. სამწუხაროდ, მალე ესტატე კერესელიძეს მარტო მოუწია საქმის გაგრძელება - როდესაც წიწამურში „ეპოქა გათავდა დიდი“, 6 თვის შემდეგ გარდაიცვალა მაქსიმე შარაძეც. ავტოკეფალიის გაუქმების მძიმე პერიოდში, ესტატე კერესელიძე საკუთარი ნაბეჭდი ნოტებით ჯერ გელათში გადადის სამოღვაწეოდ, სადაც ექვთიმეს სახელით მონაზვნად აღიკვეცება, მოგვიანებით კი ნოტების მცველი მცხეთაში, ზედაზნის მონასტერში დაემკვიდრება, სადაც 1944 წელს აღესრულება. ქართული საგანძურის, გალობის ნოტებთან მოგზაურობის ამბავი შეგიძლიათ ვრცლად წაიკითხოთ მისსავე ხელნაწერში - ისტორია ქართული საეკლესიო გალობის ნოტებზე გადაღებისა.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►