მაისი

მაისი

თვენი

მაისის თვის წმინდათა ცხოვრება

წმინდა მხედართმთავარი საბა და მასთან წამებულნი

7 მაისს (ძვ. სტ. 24 აპრილს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა მოწამე საბა სტრატილატს და მასთან ერთად წამებულ 70 მხედარს

საბა სტრატილატი, წმინდათა ცხოვრება, თვენი, მაისი, ქველი, qwelly, may

      ადრეული ეკლესია, მრავალ მოწამეს იცნობს, რომლებიც წამებამდე სამხედრო სამსახურში იყვნენ. წმინდა საბაც, ერთ-ერთი ასეთი მოწამეა. ის წარმოშობით გუთთა ტომიდან იყო. გამორჩული სამხედრო სიმამაცისთვის მას სტრატილატის, ანუ მხედართმთავრის წოდება მიანიჭეს. წმინდა საბას სტრატილატობისას ზეობდა იმპერატორი ავრელიანე. საბა სიყრმითგან ქრისტიანი იყო და გულმოდგინედ იცავდა ქრისტეს მცნებებს, ეხმარებოდა გაჭირვებულებს, ნახულობდა საპყრობილეში მყოფ ქრისტიანებს. წმიდა და კეთილისმყოფელი ცხოვრებისათვის წმიდანმა უფლისგან სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო: როცა იმპერატორმა გაიგო წმიდა საბას აღმსარებლობა, მოსთხოვა, განდგომოდაქრისტეს. მოწამემ მოიხსნა მეომრის ქამარი და მტკიცე უარი განაცხადა. წმიდანი სასტიკად აწამეს, დაუნდობლად ცემეს, ცეცხლი წაუკიდეს, გახურებული ფისით სავსე ქვაბში ჩააგდეს, მაგრამ უვნებლად გადარჩა.

      როდესაც საკუთარი მხედართმთავრის ასეთი წამება იხილეს მისმა მხედრებმა ქრისტეს სჯულზე მოექცნენ და 70 მოწამე სწორედ ქრისტეს სიყვარულით აწამეს წმინდა საბასთან ერთად. წმიდა საბა საპყრობილეში ჩააგდეს. შუაღამისას ლოცვად დამდგარ მოწამეს თვით უფალი გამოეცხადა და განამტკიცა. მეორე დილით, ახალი წამების შემდეგ, წმიდანი მდინარეში დაახჩვეს.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►