9 მაისს (ძვ. სტ. 26 აპრილს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს პერმის ეპისკოპოსს, წმინდა სტეფანეს
რუსეთის მიწაზე ქრისტიანობის გავრცელების, ქადაგების და წარმართა მოქცევის ერთ-ერთი პირველ მამათა შორის არის წმიდა სტეფანე პერმელი. ის წარმოშობით უსტიუჟიდან იყო (ვოლოგდის ოლქი). დაიბადა და აღიზარდა მედავიტნის ოჯახში. ღმრთისმოსავი დედა, მარიამი, სტეფანეს უფლის მოშიშებით ზრდიდა. გამოიჩინა რა განსაკუთრებული გულმოდგინება საეკლესიო მსახურებაში მონაწილეობისა, ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში სწრაფად შეისწავლა კითხვა და მამამის ეხმარებოდა მსახურებაში.
ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად - წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის მონასტერში, როსტოვში. მონასტერში მდიდარი წიგნსაცავი იყო. სტეფანეს სურდა, რომ მამათა ცხოვრებებს ორიგინალში გასცნობოდა, ამიტომ ბერძნული ენა შეისწავლა. როსტოვის ეპისკოპოსმა არსენმა (1374-1380) მას ბერდიაკვნად დაასხა ხელი. 1379 წელს წმიდა სტეფანე კოლომნის ეპისკოპოსს გერასიმეს ეახლა და კურთხევა სთხოვა, წარმართთა ქვეყანაში - პერმში ჩასულიყო საქადაგებლად (დღევანდელი, ევროპული რუსეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი). 1383 წელს წმიდა სტეფანე აკურთხეს პერმის ეპისკოპოსად. ის ერთგულად მწყემსავდა თავის სამწყსოს, იცავდა სხვა ტომთა თავდასხმისაგან, შუამდგომლობდა მათ.
გამორჩეულია მისი მოგზაურობა მოსკოვში. ამის ამსახველი უძველესი ფრესკაც არსებობს. რწმენისა და სიყვარულის ძალა ჩანს ამ მოგზაურობაში. 1390 წელს ეპისკოპოსი ეკლესიის საქმეებზე მოსკოვში გაემგზავრა. წმიდა სტეფანეს მხურვალედ უყვარდა სერგი რადონეჟელი და ძალიან უნდოდა მისი ნახვა, მაგრამ დროის სიმცირის გამო ვერ ახერხებდა მონასტერში მისვლას. წმიდა სტეფანემ ილოცა, მონასტრის მხარეს გაიხედა და წარმოთქვა: „მშვიდობა შენ თანა, სულიერო ძმაო!“ ღირსი სერგი, რომელიც ძმებთან ერთად ტრაპეზად იჯდა, წამოდგა, ილოცა, ქედი მოიდრიკა იმ მხარეს, სადაც წმიდა ეპისკოპოსი მიდიოდა და უპასუხა: „გიხაროდენ შენც, ქრისტეს ფარის მწყემსო და მშვიდობა უფლისა იყოს შენ თანა!“. 1395 წელს წმიდა სტეფანე კვლავ გაემგზავრა მოსკოვში სამწყსოს საქმეების მოსაგვარებლად და იქვე აღესრულა.
მაისი
23 წევრი
აღწერა
მაისი
თვენი
მაისის თვის წმინდათა ცხოვრება
პერმელი ეპისკოპოსი სტეფანე
ლაშა_ს მიერ
მაისი 9, 2020

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►