10 ოქტომბერს (ძვ. სტ. 27 სექტემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა მოციქულებს: მარკოზს, არისტარქოსს და ზინა - სამოცდაათთაგანნს
წმიდა მოციქული და მახარებელი მარკოზი უფლის სამოცდაათ უახლოეს მოწაფეთაგანი იყო. მას იოანესაც უწოდებენ. ლუკა მახარებელი მარკოზს ახსენებს „საქმე მოციქულთაში“ (12, 25; 15, 37-39), პავლე მოციქული კი კოლასელთა (4, 10) და ფილიმონის (1, 23) მიმართ ეპისტოლეებში. წმიდა მოციქული პავლესა და ბარნაბასთან ერთად ქადაგებდა ქრისტეს სიტყვას და ქალაქ ბიბლის ეპისკოპოსი გახდა. ნეტარმა ისეთი კადნიერება მოიპოვა უფლის წინაშე, რომ მისი ჩრდილიც კი კურნავდა სნეულებს.
წმიდა მოციქული არისტარქოსი მოხსენებულია მოციქულთა თავის, წმიდა პავლეს ეპისტოლეებში კოლასელთა (4,10) და ფილიმონის (1,23) მიმართ. იგი პავლეს ახლდა თან მქადაგებლური მოღვაწეობის დროს და შემდგომში სირიის ქალაქ აპამეის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. წმიდა ეკლესია არისტარქოსს 15 აპრილსაც იხსენებს.
წმიდა სამოცდაათთაგანი მოციქული ზინა მოციქულთა თავის, პავლეს მოწაფე და თანამოსაგრე, სანამ ქრისტეს შეუდგებოდა, შჯულისმეცნიერი იყო. განათლებით გამორჩეულს, მას „შჯულის მწერალი“ შეარქვეს. ნეტარი ნახსენებია პავლეს ეპისტოლეში ტიტე მოციქულის მიმართ: „ზინან შჯულის მწერალი და აპოლო ადრე წარმოვგზავნენ, და ნუმცა რაჲ აკლს მათ“ (3,13). გადმოცემით, ზინა შემდგომში პალესტინის ქალაქ დიოსპოლის ანუ ლიდის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი.
ოქტომბერი
8 წევრი
აღწერა
ოქტომბერი
თვენი
ოქტომბერის თვის წმინდათა ცხოვრება
წმინდანი სამოცდაათთაგანნი მოციქულნი
George_ს მიერ
ოქტომბერი 20, 2022
10 ოქტომბერს (ძვ. სტ. 27 სექტემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა მოციქულებს: მარკოზს, არისტარქოსს და ზინა - სამოცდაათთაგანნს
წმიდა მოციქული და მახარებელი მარკოზი უფლის სამოცდაათ უახლოეს მოწაფეთაგანი იყო. მას იოანესაც უწოდებენ. ლუკა მახარებელი მარკოზს ახსენებს „საქმე მოციქულთაში“ (12, 25; 15, 37-39), პავლე მოციქული კი კოლასელთა (4, 10) და ფილიმონის (1, 23) მიმართ ეპისტოლეებში. წმიდა მოციქული პავლესა და ბარნაბასთან ერთად ქადაგებდა ქრისტეს სიტყვას და ქალაქ ბიბლის ეპისკოპოსი გახდა. ნეტარმა ისეთი კადნიერება მოიპოვა უფლის წინაშე, რომ მისი ჩრდილიც კი კურნავდა სნეულებს.
წმიდა მოციქული არისტარქოსი მოხსენებულია მოციქულთა თავის, წმიდა პავლეს ეპისტოლეებში კოლასელთა (4,10) და ფილიმონის (1,23) მიმართ. იგი პავლეს ახლდა თან მქადაგებლური მოღვაწეობის დროს და შემდგომში სირიის ქალაქ აპამეის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. წმიდა ეკლესია არისტარქოსს 15 აპრილსაც იხსენებს.
წმიდა სამოცდაათთაგანი მოციქული ზინა მოციქულთა თავის, პავლეს მოწაფე და თანამოსაგრე, სანამ ქრისტეს შეუდგებოდა, შჯულისმეცნიერი იყო. განათლებით გამორჩეულს, მას „შჯულის მწერალი“ შეარქვეს. ნეტარი ნახსენებია პავლეს ეპისტოლეში ტიტე მოციქულის მიმართ: „ზინან შჯულის მწერალი და აპოლო ადრე წარმოვგზავნენ, და ნუმცა რაჲ აკლს მათ“ (3,13). გადმოცემით, ზინა შემდგომში პალესტინის ქალაქ დიოსპოლის ანუ ლიდის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი.
◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►