ოდეზღაც ერთი ლომი დაიჭირეს და საკონცენტრაციო ბანაკში მოათავსეს. მისდა გასაკვირად, იქ უამრავი სხვა ლომი აღმოაჩინა, რომლებიც წლების განმავლობაში იყვნენ გამომწყვდეულნი. ზოგიერთი ლომი ბანაკში დაიბადა და მთელი ცხოვრება იქ გაატარა. გარკვეული დროის შემდეგ, მან გაიცნო ბანაკის სოციალური სტრუქტურა.
ლომები სხვადასხვა დაჯგუფებებად იყვნენ გაყოფილნი: ერთი დაჯგუფება შედგებოდა საზოგადო მოღვაწეებისგან; მეორე აერთიანებდა მეწარმეებს; მესამე – კულტურის წარმომადგენლებს, რომლებიც მიზნად ისახავდნენ *თავისუფალ ლომთა ჟამის* ტრადიციების, ჩვეულებებისა და კულტურის ზედმიწევნით შენარჩუნებას. ზოგი ჯგუფი რელიგიური იყო – ისინი იკრიბებოდნენ, რათა ემღერათ გულისამაჩუყებელი ჰიმნები ჯუნგლების ისეთ მომავალზე, როდესაც არანაირი ღობე აღარ იარსებებს. საკუთარი ჯგუფები აღმოაჩნდათ მწერლებს და მხატვრებს. იყო ასევე რევოლუციური დაჯგუფებანიც – იქაური ლომები იკრიბებოდნენ, რათა განეხილათ ჯანყის გეგმები: დამპყრობლების ან სხვა დაჯგუფებების წინააღმდეგ; ამიტომაც ხშირად ხდებოდა აჯანყებები - ერთი დაჯგუფება აფარჩაკება მეორეს.. იყო შემთხვევები, როდესაც ბანაკის ყველა მცველს ანადგურებნენ, მაგრამ მათ ადგილს სხვები იკავებდნენ..
გარშემო მიმოიხედა თუ არა, ახალმოსულმა შეამჩნია ლომი, რომელიც ფიქრში იყო ჩაძირული- მარტოსული ლომი, რომელიც არანაირ დაჯგუფებას არ მიეკუთვნებოდა და დანარჩენებთან დისტანციას ინარჩუნებდა. მისი მანერები ბევრს აღაფრთოვანებდა, მაგრამ ამავდროულად მტრულად განაწყობდა, რადგან შიშს და საკუთარი ძალების მიმართ უნდობლობას აღძრავდენ.
მარტოსულმა უთხრა ახალმოსულს: - არც ერთ დაჯგუფებას არ შეურთდე ! ეს იდიოტები ყველაფერს აკეთებენ, გარდა იმისა, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. - და რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ? – ჰკითხა ახალმოსულმა. - ნადვილად ერთადერთი მნიშვნელოვანი არის
იგავები
94 წევრი
აღწერა
ლომების ჰოლოკოსტი
George_ს მიერ
ივნ. 4
ოდეზღაც ერთი ლომი დაიჭირეს და საკონცენტრაციო ბანაკში მოათავსეს. მისდა გასაკვირად, იქ უამრავი სხვა ლომი აღმოაჩინა, რომლებიც წლების განმავლობაში იყვნენ გამომწყვდეულნი. ზოგიერთი ლომი ბანაკში დაიბადა და მთელი ცხოვრება იქ გაატარა. გარკვეული დროის შემდეგ, მან გაიცნო ბანაკის სოციალური სტრუქტურა.
ლომები სხვადასხვა დაჯგუფებებად იყვნენ გაყოფილნი:
ერთი დაჯგუფება შედგებოდა საზოგადო მოღვაწეებისგან; მეორე აერთიანებდა მეწარმეებს; მესამე – კულტურის წარმომადგენლებს, რომლებიც მიზნად ისახავდნენ *თავისუფალ ლომთა ჟამის* ტრადიციების, ჩვეულებებისა და კულტურის ზედმიწევნით შენარჩუნებას. ზოგი ჯგუფი რელიგიური იყო – ისინი იკრიბებოდნენ, რათა ემღერათ გულისამაჩუყებელი ჰიმნები ჯუნგლების ისეთ მომავალზე, როდესაც არანაირი ღობე აღარ იარსებებს. საკუთარი ჯგუფები აღმოაჩნდათ მწერლებს და მხატვრებს. იყო ასევე რევოლუციური დაჯგუფებანიც – იქაური ლომები იკრიბებოდნენ, რათა განეხილათ ჯანყის გეგმები: დამპყრობლების ან სხვა დაჯგუფებების წინააღმდეგ; ამიტომაც ხშირად ხდებოდა აჯანყებები - ერთი დაჯგუფება აფარჩაკება მეორეს.. იყო შემთხვევები, როდესაც ბანაკის ყველა მცველს ანადგურებნენ, მაგრამ მათ ადგილს სხვები იკავებდნენ..
გარშემო მიმოიხედა თუ არა, ახალმოსულმა შეამჩნია ლომი, რომელიც ფიქრში იყო ჩაძირული- მარტოსული ლომი, რომელიც არანაირ დაჯგუფებას არ მიეკუთვნებოდა და დანარჩენებთან დისტანციას ინარჩუნებდა. მისი მანერები ბევრს აღაფრთოვანებდა, მაგრამ ამავდროულად მტრულად განაწყობდა, რადგან შიშს და საკუთარი ძალების მიმართ უნდობლობას აღძრავდენ.
მარტოსულმა უთხრა ახალმოსულს:
- არც ერთ დაჯგუფებას არ შეურთდე ! ეს იდიოტები ყველაფერს აკეთებენ, გარდა იმისა, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია.
- და რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ? – ჰკითხა ახალმოსულმა.
- ნადვილად ერთადერთი მნიშვნელოვანი არის
შეისწავლო ბანაკის ღობის სტრუქტურა !