ეს საინტერესოა

ეს საინტერესოა

საინტერესო ინფორმაციების გაზიარების ადგილი

თმა = თავისუფლება

თმის ნაწნავებს - „კორნროუს“ (Cornrows), ანუ ლენტებს, მონები  იყენებდნენ ტყვეობიდან გასაქცევად.„კორნროუს“(ები) მონებისთვის იყო ინფორმაციის წყაროც, გადაცემაც და ჩრდილოეთისკენ მიმავალი რუკების ნიმუშები.ვინაიდან მონებს არ ჰქონდათ წერა-კითხვის უფლება, ინფორმაცია „კორნროუსის“ (დაწნის) მეშვეობით უნდა გადაეცათ.ითვლება, რომ ეს ტრადიცია წარმოიშვა სამხრეთ ამერიკის კოლუმბიაში, სადაც 1500-იანი წლების ბოლოს ბენკოს ბიოჰომ გააჟღერა იდეა: ქალებს შეექმნათ რუკები და გაეგზავნათ შეტყობინებები „კორნროუსის“ (ლენტების) მეშვეობით. ამას ასევე „ქეინროუს“ ეძახდნენ, რაც  შაქრის ლერწმის პლანტაციებზე მიანიშნებდა , სადაც მონები მუშაობდნენ.

ერთ-ერთი სტილი მოიცავდა თავზე მჭიდროდ ნაწნავ მოხრილ ლენტებს. ეს მოხრილი ლენტები წარმოადგენდა გზებს, რომლებიც გაქცევისთვის გამოიყენებოდა.ასევე, მათ ლენტებში ინახავდნენ ოქროს და მარცვლებს, რაც გაქცევის შემდეგ გადარჩენაში ეხმარებოდათ. ისინი ამ მარცვლებს თავისუფლების მოპოვების შემდეგ მოსავლის დასარგავად იყენებდნენ.„კორნროუს“ (დაწნა) საუკეთესო საშუალება იყო, რომ მონადმფლობელს ეჭვი არ გასჩენოდა. ის ვერასოდეს მიხვდებოდა, რომ ასეთი ვარცხნილობა გაქცევის გეგმას ან მარშრუტს წარმოადგენდა.