ურწმუნო ჩვილი: გწამს მშობიარობის შემდგომი სიცოცხლისა?
მორწმუნე ჩვილი: დიახ, რა თქმა უნდა. ყველასათვის გასაგებია, რომ მშობიარობის შემდგომი სიცოცხლე არსებობს. ჩვენ აქ ვართ, რათა სათანადოდ გავძლიერდეთ და ვიყოთ მზად იმისთვის, რაც მომავალში გველის
ურწმუნო ჩვილი: რა სისულელეა! შეუძლებელია, მშობიარობის შემდეგ იყოს სიცოცხლე! შენ შეგიძლია წარმომიდგინო თუ როგორი იქნებოდა ასეთი ცხოვრება?
მორწმუნე ჩვილი: ყოველი წვრილმანი არ ვიცი, მაგრამ მწამს იქნება მეტი ნათელი და დასაშვებია, რომ დამოუკიდებლად მივიღებთ საკვებს და ფეხითაც ვივლით.
ურწმუნო ჩვილი: რა სისულელეა! შეუძლებელია დამოუკიდებლად კვება და სიარული, ეს ხომ სასაცილოა! ჩვენ ჭიპლარი გვასაზრდოებს. აი რას გეტყვი: შეუძლებელია არსებობდეს მშობიარობის შემდგომი სიცოცხლე, ვინაიდან ჩვენი ცხოვრება – ჭიპლარი – ისედაც საკმაოდ მოკლეა.
მორწმუნე ჩვილი: დარწმუნებული ვარ ეს შესაძლებელია. უბრალოდ ყველაფერი იქნება სხვაგვარად, მაგრამ ამის წარმოდგენა შესაძლებელია.
ურწმუნო ჩვილი: მაგრამ იქედან რომ არავინ არასოდეს დაბრუნებულა? ცხოვრება სრულდება მშობიარობით და საერთოდ, რომ იცოდე, სიცოცხლე ეს მხოლოდ დიდი ტანჯვაა სიბნელეში.
მორწმუნე ჩვილი: არამც და არამც! ზუსტად არ ვიცი რა სახისაა ცხოვრება მშობიარობის შემდეგ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ვნახავთ დედას და ის მოგვივლის.
ურწმუნო ჩვილი: დედას ვნახავთ? შენ დედის გწაამს ? და სად იმყოფება იგი?
მორწმუნე ჩვილი: ის ჩვენს გარშემო ყველგანაა, მისი წყალობით ვმოძრაობთ და მის გარეშე ჩვენი არსებობა შეუძლებელია.
ურწმუნო ჩვილი: სრული სისულელეა! არასოდეს არანაირი დედა არ მინახავს! აქედან გამომდინარე ის უბრალოდ არ არსებობს.
მორწმუნე ჩვილი: ვერ დაგეთანხმები.ზოგჯერ როდესაც ჩვენს ირგვლივ სიჩუმე დაისადგურებს, შეგვიძლია გავიგოთ როგორ მღერის და როგორ ეფერება იგი ჩვენს სამყაროს...
nikoloz loria
რიალობა ჩვენს გასაგებ ენაზე
ნოე. 28, 2013
ლაშა
nikoloz loria - აჰაამ, ნამდვილად მასეა... ზოგჯერ საჭირო ხდება გვითხრან ის, რაც რეალობაა :(
nikoloz loria_მ თქვა:
ნოე. 28, 2013
რ უ ს კ ა
რასაც ვერ ვხედავთ არ ნიშნავს რომ არ არსებობს
აპრილი 9, 2014