პროფესორი ირაკლი იმედაძე
სადღეისოდ საქართველოში მწვავედ დგას ფსიქოლოგიური სახელმძღვანელოების პრობლემა. განსაკუთრებით ეს ითქმის ფსიქოლოგიის შესავალ, პროპედევტიკულ კურსზე, რომელიც იკითხება ჰუმანიტარული პროფილის მრავალ სასწავლებელში და ფსიქოლოგიის სპეციალისტების მომზადების საფუძველს წარმაოდგენს. რევაზ ნათაძის "ფსიქოლოგიის მოკლე კურსი", რომელიც რომელიმე ათეული წლის განმავლობაში ავსებდა ამ ნიშას, საკმაოდ მოძველდა და მისი იმავე სახით გამოცემა აღარ არის მიზანშეწონილი. ამ ვითარების გათვალისწინებით, 2001 წელს მომზადდა და გამოიცა სახელმძღვანელო "ფსიქოლოგიის შესავალი", რომელშიც ბევრი სიახლე შევიდა, მაგრამ არა საკმარისი ოდენობით. იმ წიგნის წინასიტყვაობაში ჩვენ (წიგნის რედაქტორისგან) აღვნიშნავდით, რომ მუშაობა ამ მიმართულებით გაგრძელდება. მოცემული სახელმძღვანელო ასეთი სამუშაოს შედეგია. ეს სრულაიდ ახალი წიგნია. თავების უმრავლესობა ან საფუძვლიანად არის გადაკეთებული, ან თავიდან დაწერილი. დამატებულია ახალი თავებიც. სტრუქტურითა და შინაარსითაც იგი უკვე მაქსიმალურად არის დაახლოებული ადექვატურ თანამედროვე უცხოურ სახელმძღვანელოებთან. ამასთან, შეძლებისდაგვარად, შენარჩუნებული ქართული ფსიქოლოგიურ სკოლაში დამკვიდრებული ტრადიციები.
წიგნში მოკლედ განხილულია ზოგადი ფსიქოლოგიის ყველა ძირითად თემა (ფსიქიკური პროცესები, ცნობიერების, არაცნობიერის, პიროვნების და ქცევის კატეგორიები), ფსიქიკური ცხოვრების ფილოგენეტური და ონტოგენეტური განვითარების პრობლემატიკა, სოციალური ფსიქოლოგიის საკითხები, ფსიქიკური აშლილობებისა და მათი ფსიქოლოგიური მკურნალობის ძირითადი ასპექტები.
სახელმძღვანელო შექმნილია ავტორთა კოლექტივის მიერ: ი. იმედაძე, დ. ჩარკვიანი, ნ. იმედაძე, თ. კერძაია, ა. ალხაზიშვილი, დ. ბერეკაშვილი, რ. საყვარელიძე. ასევე რ. ნათაძის ტექსტი გარკვეული შემოკლებებითა და მცირე დამატებებით.
იხილეთ წიგნის ელექტონული ვერსია:
გამომცემლობა "მწიგნობარი"
თბილისი 2007
წიგნის გამოგზავნისთვის და დახმარებისთვის დიდი მადლობა ვახტანგს!
აკაკი ლიპარტია
madloba vaxtangs da matloba lashas
ივნ. 3, 2013
ლაშა
მგონი, მარტო შენ უთხარი პროფესორ ირაკლი იმედაძეს მადლობა ))
Kakha_მ თქვა:
აგვ. 25, 2016
kristi
იანვარი 22, 2018