ამ ჯგუფის მიზანია, გაგაცნოთ ერთერთი უძველესი ქალაქი კასპი და შემოგთავაზოთ კასპში განხორციელებული სიახლეები, ახალი პროექტები და ა.შ.
გაილია 12 წელი, წელი სიყვარულის, სიხარულის და ურთიერთპატივისცემის. სკოლა დავამთავრეეეთ... ვხვდები, რომ ძალიან მომენატრება ის მხიარული და ზოგჯერ აუტანელი სიტუაციებიც კი, სხვა თუ არაფერი, სკოლა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია და მუდამ იქნება.
არ მინდა ვიყო პათეტიკური, მაგრამ 12 წელი სულაც არაა მცირე დრო, სკოლაში იწყება ხასიათის ჩამოყალიბება, ინტერესების, მისწრაფებების, ურთიერთობების პრიორიტეტიზაცია. სკოლის პერიოდში იძენ მეგობრებს, ადამიანებს, რომლებიც მუდამ შენ გარშემო არიან. სკოლა გაძლევს საწყის განათლებას. მივხვდი რომ სექტემბერში ჩემთვის სკოლის ზარი უკვე, აღარ დაირეკება..
მყავს ძალიან კარგი კლასი, ჩემი კლასი ჩემთვის ყველაფერიააა. იმედია, ჩვენ ერთმანეთს არ დავკარგავთ! გუშინ (20 მაისს), მივხვდი რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპატი ჩემს ცხოვრებაში დასრულდა, რომ ვეღარ დავიბრუნებ ბავშვობის უდარდელ, მხირულ წლებს, სკოლა იყო ჩემთვის, და ყველასთვის, თავშესაფარი და იქ, ყველაფერი ძალიან ადვილი იყო. ახლა კი, ახალი ადამიანები, რომლებიც უკვე დიდად გთვლიან, ახალი პასუხისმგებლობები, ახალი გამოცდები.
ესეც ჩვენი ბოლო ზარის ფოტოები! ☺
ვინ, ვის,რას აწერს?
ყველას, ყველას, ყველას დიდ წარმატებებს გისურვებთ! მარად ჩემს გულში იქნებით!
♥♥♥♥♥♥♥♥♥
თათია
ნინიკო კარგი აზრია :) უბრალოდ მოსაყოლია ძალიან დიდი და მეზარება :D :D
მაისი 14, 2014
ლაშა
ტორტი შორიდანაც გემრიელად გამოიყურება. მალინის ჯემი ჰქონდა მოსხმული? :O
ნინო_მ თქვა:
მაისი 26, 2015
თათია
სავარაუდოდ კი. აღარც მახსოვს გავსინჯე თუარა მე :( :D :D
ლაშა_მ თქვა:
მაისი 26, 2015