დიდებულმა იაპონელმა მეომარმა სახელად ნობუნაგამ გადაწვიტა მტრისთვის შეეტია, რომელიც 10-ჯერ უფრო მეტი იყო ვიდრე თავისი ჯარი. მან იცოდა , რომ გაიმარჯვებდა, მაგრამ ამაში ჯარისკაცებს ეჭვი ეპარებოდათ. გზად მხედართმთავარი ტაძართან გაჩერდა და თავის ხალხს უთხრა:
- მას შემდეგ, რაც მე ტაძრიდან დავბრუნდები, მე მონეტას ჰაერში ავაგდებ. თუ "ბორჯღალო" მოვა – ჩვენ გავიმარჯვებთ თუ "საფასური" – დავმარცხდებით. ჩვენი ბედი ჩვენს ხელთაა.
ნობუნაგა ტაძარში შევიდა და მდუმარედ ილოცა. გამოსვლისას მან მონეტა ჰაერში ააგდო და "ბორჯღალო" დაეცა. ამის შემდეგ მისმა ჯარისკაცებმა ისეთი მონდომებით იბრძოლეს, რომ მარტივად გაიმარჯვეს.
- ბედის შეცვლა არავის შეუძლია. – განაცხადა ბრძოლის შემდეგ ერთ-ერთმა მსახურმა.
- რა თქმა უნდა არა, – უპასუხა ნობუნაგამ და თან მონეტას ანახებდა, რომლის ორივე მხარე "ბორჯღალო" იყო გამოსახული
ლაშა
აფერისტი იყო ვიღაცა იყო :D :D
ივნ. 12, 2013
tamo
ასე იყო ჩვენი ნობუნაგას ბედი :D :D :D
LsHისა_მ თქვა:
ივნ. 12, 2013
რ უ ს კ ა
ჭკვიანი იყო
აპრილი 9, 2014