ვიცხოვროთ ფეხბურთით!
ფეხბურთი, რომელსაც ხშირად "მეორე რელიგიადაც" მოიხსენიებენ. მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სპორტი, რომელიც ბევრისთვის მხოლოდ გასართობი არაა. ზოგისთვის დიდი აზარტი, ცხოვრების წესი და ზოგისთვისაც უბრალოდ ბიზნესი. განსაკუტრებით ამ ბოლო წლებში კოლოსალური ტანხები იხარჯება ე.წ. მდიდარი გუნდების მიერ იმისათვის, რომ იყვნენ პირველი საკუტარ ქვეყანასა ტუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ფეხბურთი უამრავ ადამიანს აერთიანებს და ეს ჯგუფიც გააერთიანებს მის მოყვარულთ.
ვისაუბროთ ფეხბურთში მიმდინარე პროცესებზე, გუნდებზე, ნაკრებებზე, გავიხსენოთ წარსულიც და ვისაუბროტ მომავალზეც.
მარტინო:
"მე მინდა ვიპოვო ისეთი სათამაშო სტილი, რომელშიც ჩემი ფეხბურთელები თავს კომფორტულად იგრძნობენ. მე კლუბის იდეებს უფრო დახვეწილს გავხდი. პარაგვაი არანაირად არ ჰგავდა იმ გუნდს, რომელსაც მე ვწვრთნიდი. მე ყოველთვის ვცდილობ, რომ ყველაფერი მეტად დავხვეწო და "ბარსაშიც" სწორედ ამიტომ ვარ.აქ დიდებული ფეხბურთელები არიან. თუ იმ იდეების დაბრუნებას შევძლებთ, რა იდეებითაც ძველი "ბარსელონა" ხელმძღვანელობდა, ძალიან კარგი გუნდი გავხდებით. მე მინდა, "ბარსა" ისეთი გუნდი გავხადო, რომელიც შეტევაში კომფორტულად წავა.მე ძალიან ბედნიერი და მადლობელი ვარ ამ კლუბის, რადგან მე ამირჩიეს. "ბარსა" უდიდესი ისტორიის მქონე დიდებული კლუბია. თუ ადამიანი ამბიციურია, მისთვის უდიდესი პლუსია ისეთ გუნდში თამაში, როგორიც "ბარსელონაა". 1 წლის წინ ამას ვერც კი გავიფიქრებდი, მაგრამ როგორც ხედავთ, მე აქ ვარ.
სამწუხაროა, რადგან აქ ცუდ დროს მოვედი. ტიტოს ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ. მე მას ვესაუბრე და ტიტომ აქ მოსვლა მომილოცა. მე მისი მადლობელი ვარ. მას ჯანმრთელობას ვუსურვებ. პირადად მას არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი, რომ ახლა ცუდ სიტუაციაში იმყოფება და გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.თუ მესიმ და ნეიმარმა მოედანზე ერთმანეთს ვერ გაუგეს ეს არა მათი ბრალი იქნება, არამედ მწვრთნელის. ლიონელი ძველ ჩვეულ პოზიციაზე ითამაშებს. ჩვენ უნდა შევქმნათ კომფორტული პირობები მისი თამაშისათვის. ხშირი პრესინგი და ბურთის კონტროლი კი "ბარსელონას" მთავარი პრიორიტეტია. ჩვენთვის ჩვეული სქემა არის 4-3-3 და უახლოეს პერიოდში სწორედ მას გამოვიყენებთ."
ლაშა
წინასწარ იცოდი რომ წავაგებდით? ეს ცუდია :(
samuna_მ თქვა:
ივლ. 26, 2013
nazzo
aba mwvrtnelis gareshe darchenili gundisgan mogebbis imedi unda mqonoda?! :/
LsHისა_მ თქვა:
ივლ. 27, 2013
ლაშა
ერიკ კანტონამ, ლეო მესი ჯასტინ ბიბერს დაემსგავსა და იმედია ფეხბურთსაც ისე არ ითამაშებს, როგორც ჯასტინი მღერისო. ))
ნოე. 7, 2016