ნოემბერი

ნოემბერი

თვენი

ნოემბრის თვის წმინდათა ცხოვრება

წმინდა დიმიტრი თესალონიკელი

8 ნოემბერს (ძვ. სტ. 26 ოქტომბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა დიმიტრი თესალონიკელს

დიმიტრი თესალონიკელი, dimitri tesalonikeli, წმინდათა ცხოვრება, თვენი, ნოემბერი, ქველი, qwelly, november

      ქრისტესშობიდან მეოთხე საუკუნეში, იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის მართველობის დროს, თესალონიკში ცხოვრებდა ერთი ღმრთისმოშიში ოჯახი - წმინდა დიდმოწამე დიმიტრის ოჯახი. დიმიტრის მშობლები ფარული ქრისტიანები იყვნენ, მამას თესალონიკში ფარულათ ეკლესიაც ქონდა. ყმაც სწორედ ამ ეკლაესიაში მონათლეს და ქრისტეს მცნებები გულში ჩაუნერგეს. როცა მამით დაობლებულმა წმიდანმა სრულწლოვანებას მიაღწია, იმპერატორმა მაქსიმიანემა მას თავისთან მოუწოდა, დარწმუნდა ნეტარის განსწავლულობასა და მხედართმთავრულ ნიჭში და მამის თანამდებობა - თესალონიკის ოლქის პროკონსულობა უბოძა. უმთავრესი ამოცანა, რომელიც ახალ მოხელეს დაეკისრა, იყო ქალაქის დაცვა მომხდური ბარბაროსებისგან და უკლებლივ ყველა ქრისტიანის ამოჟლეტა.

      დანიშნულების მიგების თანავე წმინდა დიმიტრი ქრისტიანების დევნის ნაცვლათ ქრისტეშქადაგებას შეუდგა. ამ ამბავმა გელარიუსამდე მიაგწია რის გამოც ის ძალინ განრისხდა. შავიზღვისპირეთის ლაშქრობიდან დაბრუნებულმა, გადაწყვიტა, თავისი მხედრობითურთ თესალონიკზე გაევლო და სასტიკად გასწორებოდა იქაურ ქრისტიანებს. დიმიტრის იმპერატორის განზრახვა ადრევე შეატყობინეს და მანაც წინასწარი თადარიგი დაიჭირა: მის მსახურს, ლუპეს მთელი ქონების გლახაკებისთვის დარიგება უბრძანა: "მიწიერი საუნჯე მათ განუყავი, ჩვენ კი ზეციური ვეძიოთო", თავად კი მოწამეობრივი აღსასრულის მოლოდინში მარხვასა და ლოცვას მიეცა.

      როც აგალერიუსი ქალაქში შევიდა მას დიმიტრი წარუდგინეს. დიმიტრიმ ამხილა რომაელთა წარმარტული რელიგიები და წამოდგენები დაუფარავათ. განრისხებულმა და გააფთრებულმა თვითხილველებმა ის საპყრობილეში გამოკეთეს. ნეტარს უფლის ანგელოზი ეცხადებოდა, ნუგეშს სცემდა და წინამდებარე ღვაწლში განამტკიცებდა, ამასობაში კი გალერიუსი ამაზრზენ გლადიატორულ სანახაობებს მართავდა და ტკბებოდა იმის შემყურე, თუ როგორ ამარცხებდა ორთაბრძოლებში ქრისტიანებს მისი საყვარელი ძალოსანი, გერმანელი ლიუსი და ფიცარნაგიდან მეომართა მახვილებზე აგდებდა. ახოვანი ჭაბუკი, თესალონიკელი ქრისტიანი ნესტორი საპყრობილეში მივიდა დიმიტრისთან და ბარბაროსთან შებრძოლებაზე კურთხევა სთხოვა. უფლის რჩეულის კურთხევითა და ლოცვით მან დაამარცხა უღმრთო გერმანელი, ისევე გადააგდო ფიცარნაგიდან, როგორც თავად აგდებდა მართლმორწმუნეებს და მეომართა მახვილებზე ჩამოაცვა. განრისხებულმა გალერიუსმა ბრძანა, დაუყოვნებლივ სიკვდილით დაესაჯათ ნესტორი, შემდეგ კი დილეგში მცველები გაგზავნა ამ ღვაწლზე ნესტორისთვის კურთხევის მიმცემი წმიდა დიმიტრის მოსაკლავად.

      306 წლის 26 ოქტომბერს, დილას ნეტარის საპყრობილეში მხედრები შევარდნენ და მხეცურათ მოკლეს. ერთგულმა მსახურმა ლუპემ შეაგროვა თავისი ბატონის სისხლი და იმპერატორის ნაბოძებ ბეჭედთან ერთად შეინახა.

      ნეტარი ლუპე წმინდანის სისხლით რომელიც მის ნივთებზე დაიღვარა მრავალ სასწაულს აღასრულედა. წმიდა დიდმოწამე დიმიტრის ცხედარი მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ თესალონიკელმა ქრისტიანებმა ფარულად წაასვენეს იგი და მიწას მიაბარეს.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►