27 თებერვალს (ძვ. სტ 14 თებერვალს) ქრისტეს ეკლესია აღნიშნავს წმინდა მოციქულთასწორი კირილეს ხსენების დღეს!
მოციქულთასწორი კირილე (ერისკაცობაში კონსტანტინე) და მისი ძმა მეთოდე, წარმოშობით სლავები იყვნენ, მაკედონიის ქალაქ სოლუნში დაიბადნენ. 14 წლამდე იმპერატორის ძესთან ერთად იზრდებოდა, მათ ბრწყინვალე განათლება მიუღიათ, რის შემდეგაც ის, ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა, მღვდლად აკურთხეს. კონსტანტინეპოლში დაბრუნებული კი კირილე საკათედრო ტაძრის ბიბლიოთეკარი და ფილოსოფიის პედაგოგი გახდა. წმიდანი სარწმუნოების საკითხებზე ეკამათებოდა ხატმებრძოლ ერეტიკოსებს და მაჰმადიანებს. განმარტოებისკენ მიდრეკილმა ღირსმა მამამ ოლიმპოს მთას მიაშურა, სადაც მისი ძმა, მეთოდე მოღვაწეობდა, მაგრამ მისი განდგომა ამ ცხოვრებისგან ხანგრძლივი არ აღმოჩნდა - 857 წელს ძმა იმპერატორმა მიხეილმა ხაზართა შორის ქრისტიანობის საქადაგებლად გაგზავნა.
გზად ხერსონესში გაჩერდნენ, სადაც რომის პაპის, წმიდა მღვდელმოწამე კლიმენტის ნაწილები უნდა ამოესვენათ. კირილეს და მეთოდეს სამისიონერული მოგზაურობა ხაზარეთში ძალიან წარმატებული იყო: მეფემ და მთელმა ერმა ქრისტიანობა ირწმუნა . მადლობელ მეფეს სურდა, მქადაგებლები დიდძალი საჩუქრებით დაეჯილდოვებინა , მაგრამ წმიდანებმა უარი უთხრეს და ბერძენი ტყვეების გამოხსნა ითხოვეს მისგან. წმიდა კირილე კონსტანტინეპოლში ტყვეობისგან გამოხსნილ 200 ადამიანთან ერთად დაბრუნდა.
862 წელს დაიწყო ნეტარი ძმების მოღვაწეობის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი: მთავარ როსტისლავს თხოვნით, იმპერატორმა მორავიაში სლავურ ენაზე ქრისტეს რჯულის საქადაგებლად გაგზავნა ძმები. კირილემ და მეთოდემ ღვთაებრივი სასწაულით სლავური ანბანს ჩაუყარეს საფუძველი და ამ ენაზე ითარგმნა სახარება, სამოციქულო, ფსალმუნები და სხვა მრავალი საღვთისმსახურო წიგნი; ღვთისმსახურებაც სლავურ ენაზე დააწესეს. შემდეგ ძმები, რომის პაპის მიწვევით, რომში ჩავიდნენ. პაპი ადრიანე II წმიდანებს დიდი პატივით შეხვდა, მათ თან მღვდელმოწამე კლიმენტის, რომის პაპის ნაწილებიც ჩამოასვენეს. ხორციელად ძლიერ სუსტი კირილე მძიმე და დაუცხრომელმა ღვაწლმა მალე მოტეხა: იგი დაავადდა და სქემის მიღების შემდეგ, 869 წელს გარდაიცვალა 42 წლის ასაკში. სიკვდილის წინ მან ძმას დაუბარა, განეგრძო სლავების ქრისტიანულ განათლება. ნეტარი კირილე დაკრძალულია რომში წმიდა კლიმენტის სახელობის ტაძარში
თებერვალი
52 წევრი
აღწერა
თებერვალი
თვენი
თებერვლის თვის წმინდათა ცხოვრება
წმინდა მოციქულთასწორი კირილე
tamo_ს მიერ
სექტემბერი 13, 2013

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►