თებერვალი

თებერვალი

თვენი

თებერვლის თვის წმინდათა ცხოვრება

წმინდა პაფნუტი და ეფროსინე

28 თებერვალს (ძვ. სტ 15 თებერვალს) ქრისტეს ეკლესია აღნიშნავს წმინდა პაფნუტი და ეფროსინეს ხსენების დღეს!

, წმინდათა ცხოვრება, თვენი, თებერვალი, ქველი, qwelly, february

     წინდა პაფნუტი და მისი ასული ევფროსინე ალექსანდრიაში ცხოვრობდნენ. როდესაც ევფროსინია 18 წლის შესრულდა, მან დატოვა მშობლიური სახლი და მამათა მონასტერში დაბინავდა საჭურის იზმარაგდის სახელით. იღუმენმა მამაკაცის სამოსში გამოწყობილი ქალწული ვერ იცნო და მას უპატიო კელია გამოუყო, სადაც წმიდანი ებრძოდა ბოროტ სულებს, სხარტიგონებით და თავშეკავებით იმორჩილებდა მათ საცდურებს, ამარცხებს ვნებებს და სათნოებებში ერკვეოდა. ნეტარი ქალწულის მამა, პაფნუტი ხშირად მოდიოდა ხოლმე იმ სავანის წინამძღვართან, სადაც ევფროსინია მოღვაწეობდა და ასულის დაკარგვით დამწუხრებული მასთან პოულობდა შვებას. იღუმენს არაერთხელ უნახავს პაფნუტი დაუცხრომელი ღამისთევებითა და შრომით გამორჩეულ „ბერ“ იზმარაგდთან მოსაუბრე. მამა სახეშეცვლილ, შუბლზე ბარტყულაჩამოფხატულ მოწესეში ვერ ცნობდა საკუთარ შვილს. ევფროსინიამ 38 წელი დაჰყო სავანეში და სულიერ სრულყოფილებამდე ამაღლებულმა მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. სიკვდილის წინ მან მამას გაუმჟღავნა თავისი საიდუმლო. ამის შემდეგ პაფნუტიმ მთელი ქონება მოწყალებად გასცა, თავისი ასულის კელიაში დაემკვიდრა და აქ 20 (ზოგის ცნობით 28) წელი მოსაგრეობდა.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►