29 თებერვალს (ძვ. სტ 16 თებერვალს) ქრისტეს ეკლესია აღნიშნავს წმინდა მარუფი მესოპოტამიელის ხსენების დღეს!
წმინდა ეპისკოპოსი მარუფი (381წ.) მონაწილეობდა კონსტანტინეპოლის II და მესალიანების წინააღმდეგ განზრახულ ანტიოქიის ადგილობრივ კრებაში (383წ.).403-404 წლებში წმიდანი იმპერატორ არკადის ორჯერ შეხვდა , სპარსელი ქრისტიანების გასაჭირი მოუყვა და დახმარება სთხოვა; იმპერატორმა თეოდოსი უმცროსმა წმინდა მამა ორჯერ გაგზავნა შაჰ იეზდიგერდთან იმპერიასა და სპარსეთს შორის გადასახდელი ხელშეკრულების დადებაზე მოსალაპარაკებლად.414 წელს მარუფი იეზდიგერდის კარზე ელჩად მოღვაწეობდა, მან კეთილად განაწყო მეფე ქრისტიანების მიმართ და დიდად შეუწყო ხელი სპარსეთში ჭეშმარიტი სარწმუნოების აღმსარებლობის თავისუფლებას. იგი აღადგენდა საპორის დროინდელ დევნულობისას დანგრეულ ქრისტიანულ ტაძრებს, გამოითხოვა წმიდა მოწამეთა ნაწილები და ისინი მიტროპოლში (ტიგრიტში) გადაასვენა; წმიდანი გარდაიცვალა დაახლოებით 422 წელს. მოგვიანებით, მისი ნეშტი ეგვიპტეში გადაასვენეს და ღვთისმშობლის სახელობის სკიტის მონასტერში დააბრძანეს.
თებერვალი
52 წევრი
აღწერა
თებერვალი
თვენი
თებერვლის თვის წმინდათა ცხოვრება
წმინდა მარუფი მესოპოტამიელი
tamo_ს მიერ
სექტემბერი 14, 2013
29 თებერვალს (ძვ. სტ 16 თებერვალს) ქრისტეს ეკლესია აღნიშნავს წმინდა მარუფი მესოპოტამიელის ხსენების დღეს!
წმინდა ეპისკოპოსი მარუფი (381წ.) მონაწილეობდა კონსტანტინეპოლის II და მესალიანების წინააღმდეგ განზრახულ ანტიოქიის ადგილობრივ კრებაში (383წ.).403-404 წლებში წმიდანი იმპერატორ არკადის ორჯერ შეხვდა , სპარსელი ქრისტიანების გასაჭირი მოუყვა და დახმარება სთხოვა; იმპერატორმა თეოდოსი უმცროსმა წმინდა მამა ორჯერ გაგზავნა შაჰ იეზდიგერდთან იმპერიასა და სპარსეთს შორის გადასახდელი ხელშეკრულების დადებაზე მოსალაპარაკებლად.414 წელს მარუფი იეზდიგერდის კარზე ელჩად მოღვაწეობდა, მან კეთილად განაწყო მეფე ქრისტიანების მიმართ და დიდად შეუწყო ხელი სპარსეთში ჭეშმარიტი სარწმუნოების აღმსარებლობის თავისუფლებას. იგი აღადგენდა საპორის დროინდელ დევნულობისას დანგრეულ ქრისტიანულ ტაძრებს, გამოითხოვა წმიდა მოწამეთა ნაწილები და ისინი მიტროპოლში (ტიგრიტში) გადაასვენა; წმიდანი გარდაიცვალა დაახლოებით 422 წელს. მოგვიანებით, მისი ნეშტი ეგვიპტეში გადაასვენეს და ღვთისმშობლის სახელობის სკიტის მონასტერში დააბრძანეს.
◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►