სექტემბერი

სექტემბერი

თვენი

სექტემბრის თვის წმინდათა ცხოვრება

ჯვართამაღლება

27 სექტემბერს (ძვ. სტ. 14 სექტემბერს) ქრისტეს ეკლესია ზეიმობს ჯვართამაღლების დღესასწაულს!

ჯვართამაღლება jvartamagleba, წმინდათა ცხოვრება, თვენი, სექტემბერი, ქველი, qwelly, september

      ცხოველმყოფელი ჯვრის პოვნა მოციქულთასწორ იმპერატორ კონსტანტინეს უკავშირდება. გადამწყვეტ ბრძოლაში იმპერატორმა ცაზე ჯვარი იხილა წარწერით "ამით სძლო!" ბრძოლაში იმპერატორმა გაიმარჯვა, ბრძოლის შემდეგ კი მისი საძებნელად დედოფალი გაგზავნა იეუსალიმში. იერუსალიმში ჩასულ დედოფალ ელენეს ბეთლემსა და გოლგოთაზე წარმართული ქალღმერთის ვენერასა და იუპიტერის კერპები დახვდა, რომელიც იმპერატორმა ადრიანემ ააღმართინა. დედოფლის ბრძანებით კერპები დაანგრიეს და დაიწყეს ძებნა მაცხოვრის ჯვრისა. დედოფალს აცნობეს, რომ ჯვრის ადგილსამყოფელი მხოლოდ ერთმა მოხუცმა ებრაელმა იცოდა, რომელსაც იუდა ერქვა. თავდაპირველად იუდამ უარი განაცხადა დაესახელებინა ადგილი, სადაც ჯვარი ინახებოდა, მაგრამ შემდეგ იგი იძულებული გახდა სიმართლე ეთქვა. მაცხოვრის ჯვარი იმ ორ ჯვართან ერთად, რომელზეც ქრისტესთან ერთად ავაზაკები აწამეს, გოლგოთის მახლობლად, ერთ გამოქვაბულში იყო დაცული. გამოქვაბულში მართლაც აღმოაჩინეს სამი ჯვარი, მაგრამ წარწერა, რომელიც უფლის ჯვარს ჰქონდა: "იესო ნაზარეველი მეფე ჰურიათა", განცალკვვებით იდო, ამიტომ ამ სამი ჯვრიდან საჭირო გახდა ამოეცნოთ პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვარი უფლისა, როცა დედოფლის ბრძანებით ეს ჯვრები სათითაოდ შეახეს ავადმყოფ ქვრივ ქალს, ერთ-ერთმა მათგაბმა იგი განკურნა, ხოლო როცა ამ ჯვრის შეხებამ მკვდარი გააცოცხლა, სასწაულის მხილველნი დაარწმუნა, რომ სწორედ იგი იყო ჯვარი უფლისა. სასწაულმოქმედი ჯვრის სანახავად გოლგოთაზე არა მხოლოდ იერუსალიმის მკვიდრნი, არამედ ახლო-მახლო ქალაქების მოსახლეობაც შეიკრიბა. ყველას სურდა საკუთარი თვალით ეხილა ჯვარი უფლისა. მაშინ ელენე დედოფალმა და იერუსალიმის ეპისკოპოსმა ჯვარი მაღლა ასწიეს, რათა იგი ყველას დაენახა. აქედან მოყოლებული დაწესდა დღესასწაული პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის აღმოჩენისა და ამაღლებისა – ჯვართამაღლება. მოხუცმა ებრაელმა იუდამ, რომელმაც საკუთარი თვალით იხილა ჯვრით განკურნება სნეულისა და გაცოცხლება მკვდრისა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე იწამა და მოინათლა, რის შედეგაც მას კვირიაკე უწოდეს. როგორც ისტორია გვამცნობს, შემდეგში იუდა იერუსალიმის ეპისკოპოსი გახდა.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►