დეკემბერი

დეკემბერი

თვენი

დეკემბრის თვის წმინდათა ცხოვრება

წმინდა ელეფთერი

28 დეკემბერს (ძვ.სტ 15 დეკემბერს) ქრისტეს ეკლესია მოიხსენიებს წმინდა ელეფთერს.

წმინდა ელეფთერი, elefteri, წმინდათა ცხოვრება, თვენი, დეკემბერი, ქველი, qwelly, december

      წმიდა ელეფთერი აღიზარდა ღვთისმოშიშ ოჯახში. მისი დედა დიდგვაროვანი და მდიდარი რომაელი ქალი იყო. ის ქრისტიანობაზე პავლე მოციქულმა მოაქცია და თვითონვე მონათლა, როცა მის შვილს თხუთმეტი წელი შეუსრულდა, რომის პაპმა, ანაკლეტუსმა (76-88) იგი დიაკვნად აკურთხა, სამი წლის შემდეგ კი - მღვდლად დაასხა ხელი. ოცი წლის ასაკში ელეფთერი ილირიის ეპისკოპოსად დაადგინეს. ახალგაზრდა მეუფე ჭკვიანურად განაგებდა სამწყსოს და მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. ეპისკოპოსი ღვთაებრივი მადლით იყო აღსავსე, მის ყოველგვარ უძლურებასა და ადამიანურ ნაკლს სულიწმიდის მადლი აღავსებდა.

      მალევე ქრისტიანთა მოძულე იმპერატორმა ადრიანემ ქრისტიანთა დევნა დაიწყო, ეპისკოპოსი ელეფთერიც შეიპყრეს. წმინდა ელეფთერმა გაბედულად აღიარა ქრისტე, მეფის უსჯულოება ამხილა და ილოცა თავისი ჯალათების მოქცევისათვის.

      იმპერატორი მიხვდა, რომ ელეფთერს წამებით ვერაფერს ავნებდა და ბრძანა, ორი გახელებული ხარისთვის მიებათ იგი, თუმცა მაინც ვერ მიაღწია მიზანს: უფლის ანგელოზმა საკვრელები გაწყვიტა, ჯალათების ხელიდან დაიხსნა წმიდა მოწამე და ქალაქის მახლობლად მდებარე ერთი მთის მწვერვალზე დასვა. ამის შემდეგ ნეტარი ელეფთერი მხეცებს შორის ცხოვრობდა. როცა ეს ადრიანემ შეიტყო, მხედრები გაგზავნა უფლის რჩეულის შესაპყრობად. წმიდა ელეფთერი თავად ჩაბარდა მეომრებს.

      მეფის ბრძანებით ელეფთერს თავი მოჰკვეთეს. წმიდანის დედა ანთია მადლობდა უფალს, რომელმაც მისი ძე ქრისტეს სახელისათვის ვნების ღირსი გახადა. მოგვიანებით ანთიაც თავის მოკვეთით დასაჯეს. მართლმორწმუნეებმა უფლის რჩეულთა ცხედრები პატივით დაკრძალეს.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►