დეკემბერი

დეკემბერი

თვენი

დეკემბრის თვის წმინდათა ცხოვრება

წინასწარმეტყველი ამბაკუმი

15 დეკემბერს (ძვ. სტ. 2 დეკემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წინასწარმეტყველ ამბაკუმს.

წინასწარმეტყველი ამბაკუმი, winaswarmetyveli ambakumi წმინდათა ცხოვრება, თვენი, დეკემბერი, ქველი, qwelly, december

      წმიდა წინასწარმეტყველი ამბაკუმი სვიმეონის ტომიდან იყო და მოღვაწეობდა ქრისტეს შობამდე დაახლოებით 650 წელს. იყო ათორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგანი.

      ბაბილონელებთან ომის დროს წინასწარმეტყველი არაბეთში გაიხიზნა. იქ ყოფნისას წმინდა ამბაკუმს სასწაული გადახდა: ერთხელ, როცა მომკალებისთვის სადილი მიჰქონდა, მას უფლის ანგელოზი შეხვდა და ის უცებ ბაბილონში აღმოჩნდა, სადაც იმ დროს უღმრთოებს დანიელ წინასწარმეტყველი საპყრობილეში ჰყავდათ გამომწყვდეული. წმიდა ამბაკუმმა იწინასწარმეტყველა იერუსალიმის ტაძრის დანგრევა, ბაბილონის ტყვეობა და ტყვექმნილი ებრაელების დაბრუნება სამშობლოში. ბაბილონელებთან ომის დამთავრების შემდეგ წმიდა წინასწარმეტყველი სამშობლოში დაბრუნდა და ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა. წმიდა თეოდოსი უმცროსის ზეობისას აღესრულა მისი უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►