14 დეკემბერს (ძვ. სტ. 1 დეკემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წინასწარმეტყველ ნაუმის.
წინასწარმეტყველი ნაუმი ქრისტეს შობამდე VII საუკუნეში მოღვაწეობდა. ის იყო ათორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგანი. ნაუმი დაიბადა გალილეაში. მისი მთავარი მიზანი იყო ნინევიელთა გარყვნილების მხილება და დამხობა. მასზე ორასი წლით ადრე იონა წინასწარმეტყველმა უფლის ბრძანებით ნინევიის მცხოვრებლებს აუწყა, რომ ქალაქს მათი უსჯულოების გამო განადგურება ელოდა. მაშინ ნინევიელებმა შეინანეს და უფალმაც შეცვალა მკაცრი განაჩენი. გავიდა ხანი და ნინევიის მკვიდრნი ისევ გაირყვნნენ. ამჯერად ღმერთმა წინასწარმეტყველი ნაუმის მეშვეობით გაუცხადა მათ იმ საშინელ უბედურებათა წყება, რომელიც თავს დაატყდებოდათ. წინასწარმეტყველება ზუსტად ახდა: ძველი მსოფლიოს ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და უმდიდრესი ქალაქი მტრებმა ერთიანად დაანგრიეს და გაძარცვეს, მდინარე ტიგროსის ადიდებამ კი საბოლოოდ გაანადგურა იგი.
წინასწარმეტყველმა ნაუმიმ ახალი აღთქმის მოვლენებიც წინასწარ განჭვრიტა.ა: "მალეობენ, ეგერა, ფერჴნი მთათა ზედა მახარებელისა და მიმთხრობელისათა მშჳდობისა. დღესასწაულობდ, იუდა, დღესასწაულთა შენთა, უკუნსცენ აღთქმანი შენნი უფალსა მით, რამეთუ არღა შესძინონ მერმე განვლაჲ დასაძუელებლად მოესრულოს, მოიკლას" (ნაუმ. 1,15).
უფლის რჩეულის ცხოვრების შესახებ ცნობები არ შემონახულა. წინასწარმეტყველი ორმოცდახუთი წლის ასაკში მიიცვალა და გალილეაში დაკრძალეს.
დეკემბერი
34 წევრი
აღწერა
დეკემბერი
თვენი
დეკემბრის თვის წმინდათა ცხოვრება
წინასწარმეტყველი ნაუმი
qeti_ს მიერ
ოქტომბერი 26, 2013

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►