აპრილი

აპრილი

თვენი

აპრილის თვის წმინდათა ცხოვრება

წმინდა გიორგი მაწყვერელი

15 აპრილს (ძვ. სტ. 2 აპრილს) იხსენიებს წმინდა გიორგი მაწყვერელს

გიორგი მაწყვერელი , წმინდათა ცხოვრება, თვენი, აპრილი, ქველი, qwelly, april

     წმინდა გიორგი მაწყვერელი მათე საუკუნის ცნობილი მწერალი და საეკლესიო მოღვაწეა. სამწუხაროდ ნაშრომებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია.

     ცნობები წმინდანის ცხოვრების შესახებ შემოგვინახა გიორგი მერჩულეს და ბასილი ზარზმერის ნაწარმოებებმა. ბასილი ზარამერლის თქმით გიორგი მაწყვერელი, სამცხის საეკლესიო ცხოვრების მეთაური „აღმოსცენდა ჴევისაგან შუარტყლისა, მშობელთაგან წარჩინებულთა და ღმრთისმოშიშთა, ხოლო აღიზარდა იგი განთქმულსა მას უდაბნოსა ოპიზას".

     წმინდა გიორგი მაწყვერელი დაახლოებული ყოფილა წმინდა სერაპიონ ზარზმელთან, დასწრებია მის დასაფლავებას და ბასილისათვის უამბია სერაპიონ ზარზმელის ცხოვრების შესახებ -"ყოველნი ესე სასწაულნი და საქმენი, რომელნი იგი პირველ ეპისკოპოსობისა და უკუანაჲსკნელ ეხილვნეს, მომითხრნეს პირმან მან უტყუელმან, გიორგის ვიტყჳ მაწყუერელს".

     გიორგი მერჩულე "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში" წერს წმინდა გიორგი მაწყვერელზე - "ვჰგონებდ ცხოვრებასა ამას დაწერად ბრძენთაგან და სრულთა მამათა, რომელნიცა იყვნეს ჟამთა ჩუენთა".

     აწყურის კათედრა წმინდა გიორგი მაწყვერელს დაუკავებია გიორგი ჩორჩანელის გარდაცვალებიდან მეოთხე წელს, როცა მთელ საცხეში დიდი მღელვარება, მტრობა და ძმათაკვლა იყო მემკვიდრეობის გამო .„ხელთიდვა განგებაჲ სამცხისაჲ" და "დააწყნარა ყოველი საბრძანებელი თჳსი", ვითარცა წეს იყო და დაიპყრა ყოველი მამული და ეკლესიანი პირველთა მათ მეშფოთეთანი".

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►