აპრილი

აპრილი

თვენი

აპრილის თვის წმინდათა ცხოვრება

ღირსი იოსებ მგალობელი

17 აპრილს (ძვ. სტ. 4 აპრილს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს ღირს იოსებ მგალობელს

იოსებ მგალობელი, წმინდათა ცხოვრება, თვენი, აპრილი, ქველი, qwelly, april

     წმინდა იოსებ მგალობელი მართმადიდებელ ოჯახში დაიბადა, ლეონ სომეხის მეფობის დროს, როცა ხატმებრძოლობის ერესი იყო აღზევებული. ღვთისმოსავი ოჯახი სიცილიიდან ბარბაროსებს გაეცალა და საცხოვრებლად პელოპონეში გადასახლდა. პენელოპოდან 15 წლის იოსები თესალონიკში წავიდა და მონასტერში დარჩა, სადაც მღვდელმონაზვნად აკურთხეს.

     ერთხელ მონასტერში მივიდა ღირსი გრიგოლ დეკაპოლელი, რომელმაც ახალგაზრდა ბერი კონსტანტინეპოლში წაიყვანა. ამ დროს კონსტანტინეპოლის პატრიარქი და იმპერატორიც ხატმებრძოლები იყვნენ.ღირსი გრიგოლი და იოსები უშიშრად იცავდნენ წმინდა ხატთაყვანისცემის კანონს. ქადაგებდნენ ქალაქის მოედნებზე, დადიოდნენ მართმადიდებლებთან და მათ რწმენაში განამტკიცებდნენ. დახმარების ხელის გაწვდენა შეეძლო პაპ ლეონ III-ს, ბიზანდიის იმპერატორზე არ იყო დამოკიდებული. დახმარების სათხოვნელად ბერებმა პაპთან გაგზავნეს იოსები. იოსები გზაში მოსყიდულმა ყაჩაღებმა შეიპყრეს და კუნძულ კრეტაზე ერეტიკოსებს გადასცეს.

     6 წლის შემდეგ, შობის ღამეს გამოეცხადა წმინდა ნიკოლოზ სასწაუმოქმედი, რომელმაც აუწყა ხატმებრძლ იმპერატორის ლეონ სომეხის გარდაცვალება და გრაგნილი გადასცა, რომელზეც ეწერა: "მსწრაფლ ჰყვენ, მოწყალეო, და შეგვეწიენ". იოსებმა გრაგნილი გადაყლაპა და თქვა: "რაბამ ტკბილ არიან სასასა ჩემსა სიტყუანი შენნი, უფროის თაფლისა პირსა ჩემსა." შემდეგ წმინდა მამას ბორკილები დაცვივდა და კონსტანპინეპოლის მახლობლად აღმოჩნდა. ღირსი გრიგოლ დეკაპოლელი ცოცხალი აღარ დახვდა.

     წმინდა მამამ წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ეკლესია ააგო და გრიგოლისა და მისი მოწაფის იოანეს წმინდა ნაწილები დაასვენა. შემდეგ კი მონასტერი აიგო.

     ღირს მამას ბართლომე მოციქულის წმინდა ნაწილები ერთმა ღვთისმოსავმა კაცმა გადასცა. წმინდა მამამ გადაწყვიტა მოციქულის სახელობის ეკლესიიის აგება. ღამით მწუხრის ლოცვაზე მოციქული გამოეცხადა, მკერდზე სახარება დაადო და საეკლესიო საგალობლების შეთხზვის კურთხევა მისცა.

     ღირსმა მამამ შექმნა ჯერ ბართლომეს, შემდეგ კი ღვთისმშობლისა და ნიკოლოზ სასწაულმოქმედის განსადიდებელი კანონები.

     იმპერატორ თეოფილეს დროს კვლავ განახლდა ხატმებრძოლეობა. ღირს მამას 11 წელი ხერსონეში მოუწია გადასახლება. 842 წელს წმინდა თეოდრა დედოფალმა გაანთავისუფლა, მაგრამ დედოფლის ძმის - ბარდას მხილების გამო კვლავ გადაასახლეს, მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ დააბრუნეს. პატრიარქმა ფოტიოსმა წმინდანი ძველ ხარისხში დააბრუნა და კონსტანტინეპოლელი ქრისტიანების მოძღვრად დანიშნა.

     ღრმად მოხუცებულ წმინდა მამას დიდ პარასკევს უფალმა განუცხადა, რომ მალე განისვენებდა მართალთა ძილით. ღირსმა მამამ აღწერა სოფიის ტაძრის საგანძული და პატრიარ ფოტიოსს გაუგზავნა. სიკვდილის წინ ეზიარა და აკურთხა მასთან მყოფნი.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►