იანვარი

იანვარი

თვენი

იანვრის თვის წმინდათა ცხოვრება

70 მოციქულის კრება

17 იანვარს (ძვ. სტ. 4 იანვარი) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა 70 მოციქულის კრება

წმინდა 70 მოციქულის კრება, წმინდათა ცხოვრება, თვენი, აგვისტო, ქველი, qwelly, august

      წმიდათა სამოცდაათთა მოციქულთა კრების დღესასწაული მართლმადიდებლურ ეკლესიაში დაწესდა რათა ცხადად გამოჩენილიყო ყველა მოციქულის თანასწორობა და ამით აღკვეთილიყო უთანხმოებანი მათ თაყვანისმცემელთა შორის. უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თავის მოწაფეთაგან 70 გამოარჩია, რომ მთელი ქვეყნიერებისათვის მოეფინა სახარების სწავლება. 4 იანვარს ერთად ვდღესასწაულობთ 70-ვე მოციქულის ხსენებას, წლის განმავლობაში კი წმიდა ეკლესია ცალ-ცალკე იხსენიებს მათ. მოციქული იაკობი, ხორციელი ძმა უფლისა (5 ნოემბერი), მარკოზ მახარებელი (8 მაისი), ლუკა მახარებელი (31 ოქტომბერს), კლეოპა, ძმა იოსებ დამწინდველისა და სვიმეონი, ძმა მისი (15 აპრილს), ბარნაბა (24 ივნისს), იოსია, ანუ იოსები, ბარსაბად, ანუ იუსტად წოდებული (12 ნოემბერი), თადეოზი (3 სექტემბერი), ანანია (1 ოქტომბერი), მთავარდიაკონი სტეფანე (15 აგვისტრო), ფილიპე 7 დიაკონთაგანი (24 ოქტომბერი), პროხორე 7 დიაკონთაგანი (28 დეკემბერს), ტიმონი 7 დიაკონთაგანი (28 ივლისს და 30 დეკემბერს), პარმენი 7 დიაკონთაგანი (28 ივნისს), ტიმოთე (22 იანვარს), ტიტე (25 აგვისტოს), ფილიმონი (22 ნოემბერს და 19 თებერვალს), ონისიმე (28 თებერვალს), ეპაფრა და არქიპო (22 ნოემბერს და 19 თებერვალს), სილა, სილუანი, კრისკენტი, ანუ ქრისკი (12 აგვისტო), კრისპი და ეპენტი (12 აგვისტო), ანდრონიკე (30 მაისი და 12 აგვისტო), სტაქოსი, ამპლი, ურვანოსი, ნარკოსი, აპელიუსი (13 ნოემბერი), არისტობულე (13 ოქტომბერს და 29 მარტს), იროდიონი, ანუ როდიონი (21 აპრილი და 23 ნოემბერი), აგავი, რუფი, ასინკრიტე, ფლელიანტე (21 აპრილს), ერმი (18 ნოემბერი და 13 ივნისი), პატროვი (5 ნოემბერს), ერმი (21 აპრილი), ლინი, გაიოზი, ფილოლოგი (18 ნოემბერი), ლუკა (23 სექტემბერს), იასონი (28 აპრილს), სოსიპატრე (11 მაისი და 23 ნოემბერს), იოიმპი, ანუ ოლიმპანი (10 ნოემბერს), ტერტიუსი (30 ოქტომბერს და 10 ნოემბერს), ერასტი, კუარტი (10 ნოემბერს), ევოდი (7 სექტემბერს და 8 დეკემბერს), ონისიფორე (7 სექტემბერს და 8 დეკემბერს), კლიმენტი (8 დეკემბერი), სოსთენი (8 დეკემბერს), აპოლო (10 სექტემბერს და 8 დეკემბერს), ტვიქიკე, ეპაფროდიტე (8 დეკემბერს), კარპოსი (26 მაისს), კოდრატე (21 სექტემბერს), მარკოზი, იგივე იოანე, ზინა (10 ოქტომბერი), არისტარქოსი (28 აპრილი და 10 ოქტომბერი), პუდი, ტროფიმე (15 აპრილს), მარკოზი, ბარნაბას ძმისწული არტემი (30 ოქტომბერს), აკვილა (27 ივლისს), ფორტუნატიანი და აქაიკი (4 იანვარს).

      70 მოციქულს მიათვლიან აგრეთვე კეფას, რომელსაც უფალი გამოეცხადა აღდგომის შემდეგ (1 კორ. 15, 5-6) და სვიმეონს, ნიგერად წოდებულს (საქმე 13,1), რადგან მათაც დიდად გაითქვეს სახელი თავიანთი მოციქულებრივი ღვაწლით.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►