მთავარანგელოზმა გაბრიელმა (უფლის კაცმა, ღვთის მარცხენა ხელმა - ასე უწოდებენ) ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს და მასთან ერთად მთელ კაცობრიობას ახარა, აუწყა ძე ღთისას განხორციელება.
მთავარანგელოზმა გაბრიელმა მოსე წინასწარმეტყველს შთააგონა შესაქმის დაწერა. დანიელ წინასწარმეტყველს აუწყა ებრაელიე ერის მომავალი. წმინდა იოაკიმე და ანას ახარა ყოვლადწმინდა ქალწულის შობა. გამოეცხადა მღვდელმთავარ ზაქარიას და უზინასწარმეტყველა უფლის წინამორბედის - იოანე ნათლისმცემლის შობა. იოსებს აუწყა ქალწულ მარიამის მიერ ძე ღვთისას შობა, ასევე გააფრთხილა ჰეროდეს მზაკვრობა.
ეკლესიის სწავლებით მაცხოვარს გეთსემანიის ბაღში ლოცვის დროს უფალმა მთავარანგელოზი გაბრიელი გამოუგზავნა გასაძლიერებლად. მენელსაცხებლე დედებმა მთავარანგელოზ გაბრიელისგან გაიგეს უფლის აღდგომა.
tamo
გილოცააააააავთ ყველააას! :)))
აპრილი 8, 2014