სენაკი

სენაკი

ჯგუფი სენაკელებისთვის და უბრალოდ მათთვის ვისაც უყვარს სენაკი...

სპორტული ფესტივალი ,,სამეგრელო-ზემო სვანეთი-2012”

აგვისტოს მეორე ნახევარში სტარტი აიღო სპორტულმა ფესტივალმა ,,სამეგრელო-ზემო სვანეთი-2012”, რომელიც ორ ეტაპად მიმდინარეობდა. პირველ ეტაპს უნდა გამოევლინა გამარჯვებულები მუნიციპალიტეტბში, რომლებიც 2-4 სექტემბერს ანაკლიასა და გამნუხურში ფინლურ ეტაპზე იასპარეზებდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში უძლიერესის ტიტულის მოსაპოვებლად. შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობებში გაიმათა პირველ ეტაპზე მონაწილე ყველა სპორტსმენს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გადასცა მაისურები და მონაწილის სერთიფიკატები, მინი ფეხბურთის ფინალისტებს შესაბამისი თასები. 2-4 სექტემბერს ფინალური შეხვედრები გაიმართა: ფრენბურთში, ქუჩის კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში და მინი-ფეხბურთში. სენაკელებმა მეორე ადგილი დაიკავეს მაგიდის ჩოგბურთში, როგორც პირად, ასევე გუნდურ ჩათვლაში. საპრიზო ადგილებს მიღმა დარჩნენ კალათბურთელები და ფრენბურთელები. ფეხბურთში სენაკის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე, პირველი ეტაპის გამარჯვებული ნოსირის თემის გუნდი მესამე ადგილისათვის გამართულ ბრძოლაში შეხვდა აბაშის გუნდს და საკმაოდ დაძაბულ ორთაბრძოლაში გაიმარჯვა პენალტების სერიით და დაიკავა მესამე საპრიზო ადგილი.სენაკელი გიორგი კვარაცხელია ტურნირის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს. ტურნირის გამარჯვებული გახდა ზუგდიდის გუნდი,ხოლო მეორე ადგილზე გავიდნენ ფოთელები. გამარჯვებულ და პრიზიორ გუნდებს, სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ სპორტსმენებს გადაეცათ მედლები, სიგელები და ფასიანი საჩუქრები. სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ შესაბამის ფედერაციებთან ერთად ქუჩის კალათბურთისა და მინი-ფეხბურთის მონაწილე ყველა სპორტსმენი დაასაჩუქრა ფორმებით. ფესტივალი ,,სამეგრელო-ზემო სვანეთი-2012” 21-24 სექტემბერს დასრულდება შეჯიბრებით ჭადრაკსა და მკლავჭიდში.