აპრილი

აპრილი

თვენი

აპრილის თვის წმინდათა ცხოვრება

სოსთენე, აპოლონი, კესარიოსი და ეპაფროდიტე - სამოცდაათთაგანი მოციქულნი

12 აპრილს (ძვ. სტილით 30 მარტს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს მოციქულებს - სოსთენს, აპოლონს, კესარიოსს და ეპაფროდიტეს სამოცდაათთაგანს

სამოცდაათთაგანი მოციქულნი, სოსთენე, აპოლონი, კესარიოსი, ეპაფროდიტე, წმინდათა ცხოვრება, თვენი, აპრილი, ქველი, qwelly, april

     მოციქული სოსთენი - კორინთოს ეპისკოპოსი. მოქცევამდე კორინთოს სინაგოგის უფროსი. ქრისტეს რჯულზე პავლე მოციქულმა მოაქცია და მოციქულეობრივ ღვაწლში თანაშემწედ გაიხადა. პავლე მოციქული კორინთოს მიმართ ეპისტოლეში იხსენიებს სოსთენს: "პავლე, ჩინებული მოციქული იესო ქრისტესი ნებითა ღვთისაითა და სოსთენი ძმაი." წმინდა აპოლონ მოციქული - სმირნის ეპისკოპოსი. საქმე მოციქულთაში მოთხრობილია აპოლონის შესახებ, რომ ის იყო ალექსანდრიაში მცხოვრები ებრაელი, რომელიც ეფესოში ჩავიდა და ხალხს ნათლავდა. წმინდა მოციქული კეფა- იკონიის ეპისკოპოსი. ფიქრობენ, რომ მის შესახებ წერს პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში. წმინდა მოციქული ეპაფროდიტე - ადრიანის (იტალიის) ეპისკოპოსი. პავლე მოციქულის თანამოღვაწე.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►